საზოგადოება: თბილისში მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის ყოფილი შენობის დემონტაჟია დაგეგმილი | Georgian News | ||
ცნობილი გახდა, რომ არაბული „დაბი ჯგუფი“ რუსთაველზე მდებარე მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის (იმელი) ყოფილი შენობის დემონტაჟს გეგმავს. სწორედ ამ ტერიტორიაზე უნდა აშენდეს ქსელ „კემპინსკის“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. შენობის დემონტაჟის შესახებ ტენდერი 17 აგვისტოს გამოცხადდა. არსებული ინფორმაციით, შესაბამისი სამუშაოები უკვე სექტემბერში უნდა დაიწყოს. ორგანიზაცია „თბილისის ჰამქარის“ განცხადებით, შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და მისი დემონტაჟი კანონის მკაცრი დარღვევაა. გუშინ, 19 აგვისტოს, ორგანიზაციის წევრებმა „იმელის“ შენობასთან მოაწყეს საპროტესტო აქცია „SOS იმელი“. შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „კემპინსკის“ მშენებლობა დროში გაიწელა ომისა და კრიზისის გამო. თუმცა „დაბი ჯგუფში“ ირწმუნებოდნენ, რომ სასტუმრო აუცილებლად იქნებოდა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3188.html
| |||
Posted by Drakula | 20 Aug 2011, 20:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.