aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: აშშ-ის პოლიცია Facebook-სა და Twitter-ზე ჩანაწერების მონიტორინგს განახორციელებს World News  World News 
აშშ-ის პოლიცია სოციალური ქსელების, კერძოდ კი Twitter-ისა დაFacebook-ის მონიტორინგის შემოღებას აპირებს, რისი მიზანიცაა ბრძოლა დანაშაულებრიობის ახალ სახეობასთან - ფლეშმობებთან. ამის შესახებ წერს Washington Times.



გამოცემის მონაცემებით, ამ ზაფხულში სხვადასხვა ახალგაზრდულმა ჯგუფებმა ქსელის საშუალებით ორგანიზაცია გაუწიეს თავდასხმებს რამდენიმე ამერიკულ ქალაქში მაღაზიებზე, ბაზრობებზე, კონცერტებსა და სხვა ღონისძიებებზე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია სახეზე იცნობს ყველა ადგილობრივ ახალგაზრდა ხულიგანს, სისწრაფე, რომლითაც ფლეშმობები ორგანიზდება, მის წინაშე ახალ საკითხებს აყენებს.


„ეს ცნობილი დანაშაულებია, მათში არაფერია ახალი ორგანიზაციის მეთოდის გარდა. ყველაფერი წამებში ხდება“, - უთხრა გამოცემას სამართლის მასწავლებელმა და ყოფილმა პოლიციელმა.


გაზეთის მონაცემებით, ფილადელფიის ხელისუფლებებმა არაერთი ფლეშმობის შემდეგ ქალაქში საკომენდანტო საათი შემოიღეს, რის შემდეგაც მოზარდებს ქუჩებში მხოლოდ 21:00 საათის შემდეგ შეუძლიათ გამოჩენა. ხოლო კლივლენდის ქალაქის საბჭომ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც სოციალურ ქსელებში ორგანიზებული აქციები შეიძლება კვალიფიცირდებოდეს როგორც „დანაშაული“, თუმცა ქალაქის მერმა დადგენილებას ვეტო დაადო, რადგან შიშობდა, რომ მას კონსტიტუციაში გაწერილი უფლებების დარღვევაში დაადანაშაულებენ.


Washington Post  აღნიშნავს, რომ ქსელში აქციების ორგანიზაციას ძალიან დიდი უპირატესობა - ანონიმურობა აქვს, ვინაიდან შეთქმულების მონაწილეთა უმრავლესობა ქსელებში ფსევდონიმებით რეგისტრირდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში პოლიციის განყოფილებები დამატებით თანამშრომლებს, რომლებიც Twitter-სა და Facebook-ს დააკვირდებიან, ვერ იყვანენ, მათ დასახმარებლად მზად არიან მოვიდნენ საკომუნიკაციო სექტორში მოღვაწე კომპანიები.
Source - day.az

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3186.html
Posted by Drakula | 19 Aug 2011, 19:33 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: აშშ-ის პოლიცია Facebook-სა და Twitter-ზე ჩანაწერების მონიტორინგს განახორციელებს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian