ეკონომიკა: აშშ-ის უმსხვილესი ბანკი ათასობით თანამშრომელს დაითხოვს | World News | ||
აქტივების სიდიდით აშშ-ის უმსხვილესი ბანკიBank of Americaსექტემბრისთვის 3500 სამუშაო ადგილს შეამცირებს და რესტრუქტურიზაციას ჩაატარებს, რომელმაც შეიძლება კიდევ ათასი სამუშაო ადგილის ლიკვიდაცია გამოიწვიოს. ამის შესახებ იტყობინება გაზეთი The Wall Street Journal. გათავისუფლება შეეხება აშშ-ის ყველა ქვედანაყოფს, მათ შორის საინვესტიციო-საბანკო და სავაჭრო ქვედანაყოფებს. ბანკის თანამშრომელთა ნაწილმა უკვე მიიღო უწყებები გათავისუფლების შესახებ. ბანკში ჯერ არ განუსაზღვრებიათ შემცირებათა შესაძლო მასშტაბი, თუმცა, გამორიცხული არ არის, რომ ლიკვიდირებული იქნება, სულ ცოტა, 10 000 სამუშაო ადგილი. ბოლო წლის განმავლობაში Bank of America-მ სამომხმარებლო იპოთეკის ქვედანაყოფში 20 მლრდ-ზე მეტი დოლარი დაკარგა. 2011 წლის ივნისში ბანკმა იმ ინვესტორებისათვის, რომლებმაც იპოთეკურ ფასიან ქაღალდებში ფული დააბანდეს, 8.5 მლრდ დოლარის გადახდა გადაწყვიტა, ახლა კი უპირისპირდება მრავალ სასამართლო სარჩელს, რომლებიც იპოთეკის საკითხებს უკავშირდება. აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ ამერიკულმა სადაზღვევო კომპანია AIG-მ Bank of America-ის მიმართ მილიარდი დოლარის სარჩელი შეიტანა. AIG ადანაშაულებს Bank of America-ს, ასევე მასში შემავალ Countrywide-სა და Merrill Lynch-ს ფასიან ქაღალდებში ჩართული და ინვესტორებისათვის მიყიდული იპოთეკური ინსტრუმენტების ხარისხის ამაღლებაში. სულ იპოთეკურ ობლიგაციებში დაბანდებულ ინვესტიციებზე სადაზღვევო კომპანიამ 27 მლრდ დოლარი დაკარგა, ხოლო Bank of America 10 მლრდ-მდე დოლარის გადახდევინებას ცდილობს. Reutersაღნიშნავს, რომ ეკონომიკის მერყეობებისადმი მგრძნობიარე მსოფლიო ბანკებმა ბოლო დროს იტყობინებიან შტატების შემცირებაზე თითქმის 50 ათასი ადამიანით, რომელიც იწყება ახლა და უახლოეს წლებში გაგრძელდება. ყველაზე მასშტაბური შემცირებები გამოაცხადეს HSBC-მა და Lloyds Banking Group-მა. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3185.html
| |||
Posted by Drakula | 19 Aug 2011, 19:30 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.