გარემო: ბათუმის აკვატორიაში ქარბორბალა დაფიქსირდა | Georgian News | ||
ბათუმის აკვატორიაში ქარბორბალა დაფიქსირდა. ზღვაში ქარბორბალა ორი სვეტი მრავალმა თვითმხილველმა დაინახა, რომლებიც უსაფრთხოების მიზნით პლაჟიდან გაიყვანეს. აჭარის ჰიდრომეტეოროლოგიურმა სადგურმა აღნიშნული მოვლენა ვერ დააფიქსირა, ვინაიდან სათანადო აღჭურვილობა არა აქვს. „მსგავსი მოვლენის დაფიქსირება არ შეგვიძლია, ვინაიდან სათანადო აპარატურა არა გვაქვს. ინფორმაციას თვითმხილველებისაგან ვიღებთ. ამ ეტაპზე ბათუმის კონცხში არც ჰაერისა და ტემპერატურის საზომი მოწყობილობებიც მოქმედებს, რადგან აღნიშნულ მონაკვეთზე ბილიკების გაყვანა წარმოებს და აპარატები დროებით გატანილია“, - აღნიშნა სადგურის უფროსმა რუსუდან დიასამიძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3180.html
| |||
Posted by Drakula | 19 Aug 2011, 19:26 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.