შოუ-ბიზნესი: კეტი პერიმ მაიკლ ჯექსონის რეკორდი გაიმეორა | World News | ||
ამერიკელი პოპ-მომღერალი კეტი პერი Billboard Hot 100-ის ჩარტის ისტორიაში შევიდა. როგორც Billboard-ის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, შემსრულებელმა მაიკლ ჯექსონის რეკორდის გამეორება შეძლო ერთი ალბომიდან ჰიტ-სინგლების რაოდენობის მიხედვით - პერის ხუთმა კომპოზიციამ დისკიდან „Teenage Dream“ „ცხეული ასეულის“ პირველ სტრიქონს მიაღწია. Billboardაღნიშნავს, რომ კეტი პერი მდედრობითი სქესის ერთადერთი პოპ-მომღერალი გახდა, რომელმაც Hot 100-ში ჩარტის არსებობის 53 წლიან ისტორიაში ასეთ წარმატებას მიაღწია. პერის პირველი სიმღერა „Teenage Dream“-დან, რომელმაც Billboard Hot 100-ში პირველი ადგილი დაიკავა, გახლდათ „California Gurls“. შემდეგ ჰიტ-აღლუმის პირველ სტრიქონზე მოხვდა კომპოზიცია „Teenage Dream“, ამის მერე - „Firework“, შემდეგ კი - „E.T.“. მეხუთე სინგლი, რომელმაც Billboard Hot 100 დაიპყრო, გახდა სიმღერა „Last Friday Night (T.G.I.F.)“. მაიკლ ჯექსონმა „ცხეული ასეულის“ რეკორდი 1987 წელს დაამყარა, როდესაც გამოვიდა მისი დისკი „Bad“. ჰიტ-აღლუმის - Billboard Hot 100-ის პირველ ადგილზე ავიდა შემდეგი კომპოზიციები: "I Just Can't Stop Loving You", "Bad", The Way You Make Me Feel", "Man in the Mirror" და"Dirty Diana". კეტი პერიმ ალბომი „Teenage Dream“ 2010 წლის აგვისტოში გამოუშვა. შემსრულებლის დისკმა პირველი ადგილი დაიკავა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში. ალბომის პირველი სინგლი „California Gurls“, რომელიც პერიმ სნუპ დოგთან ერთად ჩაწერა, სტუდიური დისკის რელიზამდე რამდენიმე თვით ადრე, 2010 წლის მაისში გამოვიდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3179.html
| |||
Posted by Drakula | 19 Aug 2011, 19:24 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.