საზოგადოება: IREX ქართული ჟურნალისტიკის სტანდარტებს აკრიტიკებს | Georgian News | ||
საერთაშორისო ორგანიზაცია IREX-ის ექსპერტებმა თავიანთ ყოველწლიურ გამოკვლევაში „ მასმედიის მდგრადობის ინდექსი-2011“ საქართველო არამდგრადი შერეული სისტემის მქონე ქვეყნებს მიაკუთვნეს და მიუნიჭეს 1.85 ქულის ინდექსი (შესაძლო 4 ქულიდან). როგორც ორგანიზაციის საიტზეა შეტყობინებული, ქვეყნები ფასდებოდა პრესის მიმართ უწყებათა პოლიტიკის, ახალი ამბების წყაროების რაოდენობის, სიტყვის თავისუფლების, ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის დონისა და მასმედიაში ბიზნეს-მენეჯმენტის მიხედვით. ორგანიზაცია აღნიშნავს პროგრესს პრესის თავისუფლების სფეროში და მასობრივი ინფორმაციის ახალი საშუალებების გაჩენას. ერთდროულად ხაზგასმულია, რომ ქართულ მასმედიაში ხშირად სიახლეების ხარისხი პროფესიულ სტანდარტებს არ პასუხობს. IREXასევე აღნიშნავს, რომ სარეკლამო ბაზარზე ადგილი აქვს მთავრობის ჩარევის ფაქტებს და მთლიანობაში ამ სფეროს მიხედვით ზუსტი მონაცემები არ არის. საერთაშორისო ორგანიზაციის შეშფოთებას იწვევს ქართული მასმედიის ფულადი სახსრების ბრუნვაში გამჭვირვალობის არარსებობა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3163.html
| |||
Posted by Drakula | 17 Aug 2011, 19:30 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.