aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 საზოგადოება: გამოკითხვა: თბილისელებს ევროპის ეკონომიკური მოდელი უფრო მოსწონთ Georgian News  Georgian News 
მარკეტინგული და სოციოლოგიური გამოკვლევების ცენტრ IPL-მა და ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციამ წარმოადგინეს ჩატარებული სოციალური გამოკითხვის შედეგები თემაზე „საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა, მის მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულება და ადამიანის სოციალური დაცულობის მდგომარეობა“.



გამოკითხვა თბილისში შემთხვევითი შერჩევის მეთოდით ჩატარდა. სულ 1000 რესპონდენტი გამოკითხეს.

დედაქალაქის მაცხოვრებლებს შემოთავაზეს შემდეგ შეკითხვებზე პასუხის გაცემა: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათი ოჯახის შემოსავალი შემცირდა თუ გაიზარდა; მხარს უჭერენ თუ არა ისინი მთავრობის დღევანდელ ეკონომიკურ პოლიტიკას; რომელი მოდელი მოსწონთ მათ უფრო მეტად - სინგაპური, ევროპა თუ ჩინეთი. რესპონდენტებს ასევე უნდა დაეფიქსირებინათ საკუთარი დამოკიდებულება საქართველოში გენმოდიფიცირებული კულტურების კულტივაციის, ასევე ინდუსებისა და ჩინელებისათვის მიწების გაყიდვის მიმართ.


აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ბოლო ხუთი წლის დრამატული მოვლენებისა (2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომი, გლობალური ეკონომიკური კრიზისი, 2007 წლის ნოემბრის მოვლენები, 2011 წლის 26 მაისს ოპოზიციის აქციის დაშლა და ა. შ.), გამოკითხულთა 22%-მა განაცხადა, რომ მათი ოჯახების შემოსავლები გაიზარდა, 46%-მა, პირიქით, თქვა, რომ მათი შემოსავლები შემცირდა.


გამოკითხვის შედეგების თანახმად, თბილისში სამსახური შრომისუნარიანი მოსახლეობის მხოლოდ 35.5%-ს აქვს, თვითდასაქმებულია 25.5%. საბოლოო შედეგად გამოდის, რომ დედაქალაქში დასაქმების მაჩვენებელი 61%-ს აღწევს. მნიშვნელოვნად აჭარბებს „საქსტატის“ მონაცემებს უმუშევართა რაოდენობაც - 27.5%. ოფიციალური სტატისტიკის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 16.3%-ს შეადგენს.


გამოკითხვის მსვლელობაში გაირკვა, რომ მოსახლეობის მხოლოდ 23.5% უჭერს მხარს მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკას, 62.5%-ს მის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს.


საინტერესოა ასევე მოსახლეობის დამოკიდებულება სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური მოდელების მიმართ, რომელთა ქვეყანაში გამოყენებას საქართველოს მთავრობა ცდილობს. დასახელებულ მოდელებს შორის ყველაზე დიდი მხარდაჭერა - 68.5% - ევროპის ეკონომიკურ მოდელს აქვს. სინგაპურის მოდელს კი, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტმა გამოაცხადა, მხოლოდ 6.1% უჭერს მხარს, ჩინეთის მოდელს კი - 7.2%.


თბილისის მოქალაქეთა 80.2% გენმოდიფიცირებული კულტურების კულტივაციის წინააღმდეგია. რაც შეეხება უცხოელებისათვის - ინდუსებისთვის, ჩინელებისთვის, პაკისტანელებისთვის და ა. შ. მიწებისა და სხვა საკუთრების მიყიდვას, აქ ორი მოსაზრება, ფაქტობრივად, არ ყოფილა. ამის წინააღმდეგ მოსახლეობის 83.6%-ია.


რესპონდენტთა გამოკითხვის მსვლელობაში ასევე შემოთავაზებული იყო ათქულიანი სკალით კონკრეტული პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და ინსტიტუტების საქმიანობის შეფასება. თუმცა შეფასებები იმდენად დაბალი იყო, რომ გადაწყვიტეს, არ გამოაქვეყნებინათ ისინი. არც ერთმა თანამდედობის პირისა ან ინსტიტუტის შეფასებამ 2 ქულას არ გადააჭარბა. მკვლევარებმა მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ პირველ ადგილზე 1.69 ქულით რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროა, ხოლო მეორეზე 1.68 ქულით - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3162.html
Posted by Drakula | 17 Aug 2011, 19:29 | News »
 

"საზოგადოება: გამოკითხვა: თბილისელებს ევროპის ეკონომიკური მოდელი უფრო მოსწონთ" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian