კულტურა: გურჯაანში რიყის ქვის კენჭისაგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკება იპოვეს | Georgian News | ||
გურჯაანში რიყის ქვის კენჭისაგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკება იპოვეს. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის სპეციალისტმა თამას მარკოზაშვილმა უთხრა, ქანდაკება, სავარაუდოდ, ადრეული მიწათმოქმედების ეპოქას მიეკუთვნება. ქანდაკება მიწის სამუშაოების დროს აღმოაჩინეს. იგი ოვალური ფორმის შავი გახეხილი ქვებისაგან არის გაკეთებული. „ასეთი ქანდაკებები დიდი იშვიათობაა. აქამდე ანალოგიური ფიგურა ქვემო ქართლის სოფელ არუხლოში იქნა ნაპოვნი. აღმოჩენას დიდი სამეცნიერო ღირებულება აქვს. ტერიტორია, რომელზეც რიყის ქვის კენჭისაგან გაკეთებული ადამიანის თავის ქანდაკება იპოვეს, საკუთარ თავში კიდევ მრავალ საიდუმლოს ინახავს და აუცილებელია სამეცნიერო გამოკვლევების ჩატარება“, - განაცხადა მარკოზაშვილმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3161.html
| |||
Posted by Drakula | 17 Aug 2011, 19:28 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.