გარემო: დედამიწის რადიუსი თითქმის მუდმივი აღმოჩნდა | World News | ||
მეცნიერებმა NASA-ს რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიიდან დაადგინეს, რომ დედამიწის რადიუსი დროთა განმავლობაში პრაქტიკულად არ იცვლება. მეცნიერთა სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Geophysical Research Letters-ში, ხოლო მოკლედ მის შესახებ წერია ამერიკის კოსმოსური სააგენტოს პრეს-რელიზში. XIX საუკუნეში ჰიპოთეზა დედამიწის ცვლილების შესახებ გამოიყენებოდა ოკეანებისა და მთების წარმოშობის ასახსნელად. გასული საუკუნის 60-იან წლებში სამეცნიერო სამყაროში საბოლოოდ ჩამოყალიბდა და დომინირებადი პოზიცია დაიკავა ტექტონიკური ფილების მოძრაობის თეორიამ, რომლის საშუალებითაც აიხსნა დედამიწის რელიეფის თავისებურებები, პლანეტის გაფართოებასა და შეკუმშვასთან მიმართვის გარეშე. ბოლო დრომდე მრავალი მკვლევარი არ გამორიცხავდა, რომ დედამიწის რადიუსი შეიძლება მერყეობდეს. სხვათა გარდა, ამგვარი მერყეობები შეცდომებს შეიტანდა გაანგარიშებებში, რომლებიც უკავშირდება ათვლის საერთაშორისო დედამიწის სისტემას (ITRF - International Terrestrial Reference Frame) – 1991 წელს მიღებულ კოორდინატთა სისტემას, რომლის ცენტრიც დედამიწის მასების ცენტრში არის განლაგებული. ახალი გამოკვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა რეაქტიული მოძრაობის ლაბორატირიიდან შექმნეს დედამიწის ზედაპირზე ობიექტთა მოძრაობის ვრცელი მოდელი და ამისათვის თანამგზავრთა დაკვირვებების შედეგად მიღებული მონაცემები გამოიყენეს. შედეგად აღმოჩნდა, რომ თუ დედამიწის რადიუსი იცვლება, ამ ცვლილების სიჩქარე წელიწადში 0.1-ზე ნაკლებ მილიმეტრს შეადგენს. მეცნიერთა მტკიცებით, გაანგარიშებების დროს შესაძლებელია ასეთი ცვლილებების უგულებელყოფა. Source - lenta.ru
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3159.html
| |||
Posted by Drakula | 17 Aug 2011, 19:27 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.