პოლიტიკა: ბენდუქიძე: ნებისმიერ ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლა ციხეში კორუმპირებული მოხელის გაგზავნით უნდა დაიწყოს | Georgian News | ||
„ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის ყირგიზეთში, კორუფციასთან ბრძოლა ციხეში კორუმპირებული მოხელის გაგზავნით უნდა დაიწყოს“, - განაცხადა ქართველმა რეფორმატორმა კახა ბენდუქიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის დეპუტატებთან შეხვედრაზე. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა საჭიროა მასშტაბური წმენდის ჩატარება მოხელეთა რიგებში. „უწყება, რომელიც იმის მაგივრად, რომ თავისი მოვალეობებით იყოს დაკავებული, აქეზებს მექრთამეობას, სახელმწიფო სისტემაში არ არსებობს. იგი ქაღალდზე არის“, - თქვა კახა ბენდუქიძემ. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ქრთამებისთვის პატიმრობაა მიღებული „ჩვენთან აპატიმრებენ მინისტრებსაც და დეპუტატებსაც. რაშია საჭირო ცარიელი საუბრები? საჭიროა კეთება. საქართველოში, მაგალითად, რეფორმების დასპონსორების საჭიროება არ არის, და ეს მითია, რომ ამერიკამ რეფორმებისათვის საქართველოს 4 მილიარდი დოლარი გამოუყო. რატომ? ამ რეფორმებს თავად მაქვს ფული“, - აღნიშნა კახა ბენდუქიძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3156.html
| |||
Posted by Drakula | 17 Aug 2011, 19:01 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.