კულტურა: კულტურის სამინისტრო: რობერტ სტურუა თანამდებობიდან ქსენოფობიის გამო გაათავისუფლეს | Georgian News | ||
საქართველოს კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ შოთა რუსთაველის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები დაასახელა. ნიკა რურუამ აღნიშნა, რომ მისთვის სტურუას გათავისუფლება აღნიშნული თანამდებობიდან პრინციპულ საკითხს წარმოადგენს. „სახელმწიფო, რომელიც მულტიეთნიკური და მულტიკულტურულია, არ უნდა ეგუეობდეს ქსენოფობიას და აფინანსებდეს მას. ქსენოფობიის ქვეშ იგულისხმება ის გამოთქმები და ეთნიკური მეტაფორები, რომლებსაც სტურუა თავის ხშირ ინტერვიუებში იყენებდა“, - განაცხადა რურუამ და დაამატა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება პირადად მისთვის სასიამოვნო არ ყოფილა. „მიმაჩნია, რომ ქსენოფობიის ტირაჟირებას დემოკრატიულ ქვეყანაში მწვანე შუქი არ უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს, რომ ეს საქართველომ საკუთარ თავზე არა ერთხელ განიცადა. ხალხის დაყოფა კარგებად და ცუდებად, ადამიანების დაყოფა კლასებად - ეს იყო ის, რასაც თავის დროს ბოლშევიკები აკეთებდნენ და ეს სტურუამ იცის, იგი იცნობდა ბოლშევიკებს. ამას თავის დროზე ნაცისტებიც აკეთებდნენ“, - განაცხადა მინისტრმა. ამავე დროს, რურუამ განმარტა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა არ უქმდება, მათ შორის რუსთაველის თეატრშიც. „მე გადავწყვიტე, რომ ადამიანი, რომელსაც ღირებულებების ამგვარი სისტემა აქვს, არ უნდა იკავებდეს საკვანძო ხელმძღვანელ თანამდებობას. სულ ესაა. მთლიანობაში, სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა არ უქმდება და იგი არც რუსთაველის თეატრში გაუქმდება“, - განაცხადა რურუამ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3155.html
| |||
Posted by Drakula | 17 Aug 2011, 19:00 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.