aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: საქართველოს სსს: რუსულმა მხარემ საქართველოს საკონსულო სექციის ნორმალური ფუნქციონირება არ უზრუნველყო Georgian News  Georgian News 
მიუხედავად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მრავალი მიმართვისა, რუსულმა მხარემ რუსეთში შვეიცარიის საელჩოს ქართული სექციის ნორმალური და შეუფერხებელი ფუნქციონირება არ უზრუნველყო. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.



უწყების ინფორმაციით, მიმდინარე თვეში უკვე მეორეჯერ, კერძოდ, 2011 წლის 17 აგვისტოს 10:40 საათზე ოსტოჟენკის ქუჩის #26/1-ის მისამართზე მდებარე შენობაში, საქართველოს ინტერესთა სექციას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, რის გამოც სექცია იძულებული იყო, შეეჩერებინა მოქალაქეთა საკონსულო მომსახურება.


„აღნიშნული ქმედებებით რუსული მხარე არღვევს 1961 წლის ვენის კონვენციას დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ და შვეიცარიასა და რუსეთს შორის 2009 წლის 4 მარტს ნოტების გაცვლის გზით გაფორმებულ შეთანხმებას „შვეიცარიის კონფედერაციის მიერ რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერესთა დაცვის შესახებ“.


აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია, როდესაც შენობის კორუფციული გარიგებების გზით რამდენჯერმე შეცვლილი მფლობელების დაუსაბუთებელი მოთხოვნის საფუძველზე ხდება სექციის მუშაობის შეჩერება, რის გამოც, პირველ რიგში, რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან. როგორც ცნობილია, 2011 წლის 12 აგვისტოს რუსეთის სსს-ში გამართულ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ საქართველოსა და რუსეთის საგარეო პოლიტიკურ უწყებებს შესთავაზა კონსულტაციების ჩატარება შვეიცარიული მხარის მონაწილეობით რუსეთში შვეიცარიის საელჩოს ქართული სექციისა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსული სექციის ნორმალური ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ 16 აგვისტოს - ქართული სექციისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტამდე ერთი დღით ადრე - ჩვენ კონსულტაციების ჩატარებაზე უარი მივიღეთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნული საკითხის გადაჭრის მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, მათ შორის განიხილება ქართული მხარის მიერ საპასუხო ზომების მიღების საკითხი“, - აღნიშნულია საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3154.html
Posted by Drakula | 17 Aug 2011, 18:59 | News »
 

"პოლიტიკა: საქართველოს სსს: რუსულმა მხარემ საქართველოს საკონსულო სექციის ნორმალური ფუნქციონირება არ უზრუნველყო" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian