ეკონომიკა: ბათუმში სარეაბილიტაციო სამუშაოთა 60 პროცენტი დასრულებულია | Georgian News | ||
ბათუმის საკრებულომ გუშინ, 16 აგვისტოს, მოისმინა მოხსენება წლის პირველი ნახევრის განმავლობაში ქალაქის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. მერიის ფინანსური სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველი ნახევარწლის შემოსავლებმა 96 963 500 ლარი, ხოლო ხარჯებმა - 84 420 600 ლარი შეადგინა. სამუშაოთა 86 პროცენტის შეუსრულებლობის მიზეზად არჩილ ვანაძემ დაასახელა სახსრების შემოუსვლელობა ცენტრალური ბიუჯეტიდან. სხდომაზე ასევე წარმოდგენილი იყო ანგარიში ურბანული ინფრასტრუქტურის განვითარების მუნიციპალური პროგრამების, კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და დასვენების ობიექტების, ტურისტული ინფრასტრუქტურის საცხოვრებელი ამხანაგობების შესახებ. მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის თქმით, კორექტირებების შედეგად გზების რეაბილიტაციაზე გამოყოფილი 15 მლნ ლარი 7 მილიონამდე შემცირდა, ხოლო ცვალებადი ამინდის გამო სამუშაოთა 60 პროცენტი შესრულდა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3152.html
| |||
Posted by Drakula | 17 Aug 2011, 18:57 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.