aspurcela.ge
გათბობის სისტემა, გათბობის სისტემის ონლაინ პროექტირება

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: ბოლივიის პრეზიდენტი: აშშ ჩინეთის კოლონია გახდება World News  World News 
უახლოეს მომავალში აშშ ჩინეთის კოლონიად გახდომაზეა განწირული, დარწმუნებულია ბოლივიის პრეზიდენტი ევო მორალესი, რომელმაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტი დაასრულა, იტყობინება “GHN“.



„ჩინეთი მსოფლიოს ყველაზე დიდი ქვეყანაა და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები მისი კოლონია გახდება“, - აციტირებს მორალესს მექსიკური სააგენტო ნოტიმექსი.


მორალესი, პეკინის გარდა, ესტუმრა ქალაქ შენჩჟენსა და შანჰაის. ვიზიტის მსვლელობაში გაფორმდა რიგი ორმხრივი შეთანხმებები, ამას გარდა, მორალესმა დაათვალიერა ჩინური საწარმო, რომელზედაც წარმოებს პირველი ბოლივიური თანამგზავრის „თუფაქ კატარის“ მშენებლობა. კოსმოსურ აპარატს ეს სახელი დაარქვეს ბელადის პატივსაცემად, რომელმაც XVIIIსაუკუნეში ესპანელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ ინდიელთა აჯანყებას ჩაიდგა სათავეში. თანამგზავრი ორბიტაზე 2013 წლის ბოლოს უნდა გაიყვანონ.


ბოლივიის პრეზიდენტი, რომელმაც ეს თანამდებობა 2006 წელს დაიკავა, ტრადიციულად განსხვავდება ანტიამერიკული რიტორიკით საერთაშორისო პოლიტიკის მრავალი მიმართულებით. 2009 წელს იგი მკვეთრად გამოვიდა კოლუმბიაში აშშ-ის სამხედრო ბაზრების განთავსების წინააღმდეგ და დაპირდა ვაშინგტონს, რომ ლათინურ ამერიკაში აგრესიული სამხედრო პოლიტიკის წარმოების შემთხვევაში „მეორე ვიეტნამს“ მოაწყობდა.


მორალესის ყველაზე დამამახსოვრებელი ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის ადმინისტრაციაში უსიამოვნება გამოიწვია, გახდა კოკის ლეგალიზაციის იდეა. მორალესმა სპეციალური დღესასწაულიც კი დააწესა - კოკის ფოთლების ღეჭვის ეროვნული დღე, შემდეგ კი გადაწყვეტილება მიიღო ბოლივიის მიერ გაეროს ნარკოტიკული საშუალებების შესახებ ერთიანი კონვენციის დაცვაზე უარის თქმის შესახებ. ბოლივიის ხელისუფლებები აცხადებენ, რომ თავად კოკის ფოთლები ნარკოტიკი არაა და ანდების კულტურის ნაწილს შეადგენს.


ევო მორალესს, აიმარის ტომის ინდიელს, ახალგაზრდობაში თავად მოჰყავდა კოკი. მოგვიანებით იგი გახდა გლეხები-კოკალეროსების მოძრაობის გენერალური მდივანი და ეს თანამდებობა ბოლივიის პრეზიდენტად არჩევის შემდეგად არ მიუტოვებია.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3150.html
Posted by Drakula | 16 Aug 2011, 20:49 | News »
 

"პოლიტიკა: ბოლივიის პრეზიდენტი: აშშ ჩინეთის კოლონია გახდება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობის სისტემის პროექტირება და მონტაჟი, გაგრილება, ვენტილაცია, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian