ეს საინტერესოა: ჰიტლერის ქალად გადაქცევა სურდათ? | World News | ||
პროფესორმა ბრაიან ფორდმა კარდიფის უნივერსიტეტიდან თავის წიგნში „საიდუმლო იარაღი: ტექნოლოგია, მეცნიერება და გამაჯვებისთვის რბოლა მეორე მსოფლიო ომში“ მოყვა, რომ ბრიტანულ დაზვერვას ჰიტლერის ქალად გადაქცევა სურდა. ამის შესახებ წერს The Daily Mail. მუშავდებოდა ჰიტლერის საჭმელში ესტროგენის - ქალის სასქესო ჰორმონების დამატების გეგმა, რისი მიზანი გახლდათ ჰიტლერის აგრესიული იმპულსების შეკავება და ხასიათის შეცვლა. ესტროგენს გემო არა აქვს და რბილი და ნელი ეფექტით ხასიათდება. ამდაგვარად, ადამიანები, რომლებიც საჭმელს ამოწმებდნენ, ჰორმონებს ვერ შენიშნავდნენ. ამასთან, სასქესო ჰორმონები მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, თუ მათი მიღება რამდენიმე თვის განმავლობაში ხდება. ბრიტანული დაზვერვის აღნიშნული გეგმა საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა მანამდე გასაიდუმლოებული დოკუმენტების გამოქვეყნების შემდეგ. მათში ასევე ნათქვამია იმაზე, რომ განიხილებოდა ნაცისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მოწამვლის იდეა. ამისათვის გერმანელმა მეცნიერებმა მთელი რიგი შხამები შეიმუშავეს, რომელთა მიწოდება, კერძოდ, სიგარეტებთან ერთად შეიძლებოდა. ამგვარად, სიგარეტი გამოიწვევდა თავის ტკივილს და ასპირინის სახით ადამიანისთვის ნავარაუდევი იყო შხამის შეპარება, რომელიც რამდენიმე წუთში კლავდა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3149.html
| |||
Posted by Drakula | 16 Aug 2011, 20:48 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.