საზოგადოება: რუსები დარწმუნებულები არიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი ან ისრაელში გაიქცევა, ან სასამართლოს წინაშე წარსდგება | World News | ||
რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევისთვის 2012 წელი გარდამტეხი გახდება და გამოკითხული რუსების უმეტესობის პროგნოზით, ქვეყნის მოქმედი მეთაური ან გამოძიების ქვეშ აღმოჩნდება, ან ისრაელში გაიქცევა, იუწყება „GHN“. ასეთია გამოკითხვის შედეგები, რომლებსაც აქვეყნებს პორტალი newsland.ru. კერძოდ, 580 გამოკითხული რესპონდენტი დარწმუნებულია, რომ რუსეთის ფედერაციის მეთაური სასამართლოს წინაშე წარსდგება და გამოძიების ქვეშ აღმოჩნდება. საინტერესოა, რომ 148 ადამიანს მიაჩნია, რომ დიმიტრი მედვედევი ისრაელში გაიქცევა, 18 დარწმუნებულია, რომ იგი სომხეთში დაიმალება, ხოლო 14 ემხრობა იმ აზრს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი აშშ-ში გაიქცევა. 81 ადამიანი დარწმუნებულია იმაში, რომ მედვედევი პრეზიდენტად დარჩება, 97 ადამიანს მიაჩნია, რომ იგი რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდება. კიდევ 46 რესპონდენტს მიაჩნია, რომ მედვედევი სიბერეს აგარაკზე შეხვდება. გამოკითხვის პუნქტს „სხვა“ 233 ადამიანმა მისცა თავისი ხმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3148.html
| |||
Posted by Drakula | 16 Aug 2011, 20:47 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.