ეკონომიკა: მსოფლიო ინდექსის დაცემა ქართულ კომპანიებზე აისახა | Georgian News | ||
მსოფლიო ბირჟებზე არსებული სიტუაცია ქართულ კომპანიებზეც აისახა. როგორც რადიო „კომერსანტისთვის“ გახდა ცნობილი, გასულ კვირას ფასების მსოფლიო ინდექსის დაცემის პარალელურად ფასები ასევე დაეცა საქართველოს ბანკის აქციებზე ლონდონის ბირჟაზე. 3 პროცენტით შემცირდა საქართველოს რკინიგზის ობლიგაციების ღირებულება და, ამავე დროს, შემცირდა ევრობონდების ფასები. საინვესტიციო ბანკ „ბი-ჯი კაპიტალის“ გაყიდვების მენეჯერის გიორგი შენგელიას თქმით, მსოფლიო ბირჟებზე არსებული სიტუაცია ძალიან მალე აისახება ქართულ კომპანიებსა და ევრობონდებზე. თუმცა, მისი თქმით, როგორც კი სიტუაცია მსოფლიო ბირჟებზე შეიცვლება, ეს ქართულ ბანკებზეც აისახება, ისევე როგორც ევრონდებსა და საქართველოს რკინიგზის ობლიგაციებზე. „ბი-ჯი კაპიტალის“ ექსპერტის აზრით, 2008 წლის კრიზისის განმეორება ნაკლებსავარაუდოა, თუმცა გარკვეული პრობლემები აუცილებლიც წარმოიქმნება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3145.html
| |||
Posted by Drakula | 16 Aug 2011, 20:44 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.