ეს საინტერესოა: მწეველ ქალებს შორის ინფარქტის რისკი უფრო მაღალია, ვიდრე მამაკაცებს შორის | World News | ||
ამერიკელ მეცნიერთა მიერ ჩატარებული ახალი გამოკვლევის მსვლელობაში მიღებული დასკვნების თანახმად, მწეველ ქალებში ინფარქტის რისკი შესამჩნევად უფრო მაღალია, ვიდრე მწეველ მამაკაცებს შორის. მეცნიერებმა სულ 2.5 მლნ-ზე მეტი ადამიანი შეისწავლეს. სპეციალისტთა აზრით, ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქალის ორგანიზმი ბევრად უფრო მეტ ტოქსიკურ ნივთიერებას შეიწოვს, რომლებსაც სიგარეტები შეიცავს. მიღებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ქალებს შორის მოწევა ინფარქტს იწვევს, სულ ცოტა, 25%-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცებს შორის. აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო ორგანიზაციები, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის იბრძვიან, თამბაქოს პროდუქციის მწარმოებლებს ადანაშაულებენ იმაში, რომ მათი რეკლამა სპეციალურად არის მიმართული ქალთა აუდიტორიაზე. კერძოდ, ამგვარი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ სიგარეტის კოლოფებს არ ექნება რაიმე მკვეთრი წარწერები და ნახატები, ადამიანები მთლიანობაში უფრო მეტად ამთვისებლები გახდებიან კოლოფებზე არსებული წარწერების მიმართ, რომლებიც მოწევის მავნებლობაზე გვაფრთხილებს. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3142.html
| |||
Posted by Drakula | 15 Aug 2011, 21:34 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.