aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეს საინტერესოა: სოციალიზმი ნაადრევი სიკვდილის საწინააღმდეგო წამალი აღმოჩნდა World News  World News 
მეტნაკლებად ერთტიპიანი სოციალური კავშირების მქონე დიდ საზოგადოებებში ცხოვრება დადებითად მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. ასეთი დასკვნა წარმოადგინა მეცნიერთა ჯგუფმა სტატიაში ჟურნალ PLoS ONE-ში, ხოლო ნაშრომის შესახებ მოკლედ წერს Wired.



სპეციალისტები 11 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ დამანებს - აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში მობინადრე პატარა ბალახისმძოველ ძუძუმწოვრებს. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ამ ცხოველთა კოლონიები ორ ტიპად იყოფა - პირველ მათგანში ყველა დამანს სხვა ცხოველებთან კავშირთა დაახლოებით ერთნაირი რაოდენობა ჰქონდათ, ამასთან თითოეული კონტაქტის სიახლოვის დონე ასევე დაახლოებით ერთნაირი იყო კოლონიის ყველა წევრისთვის. ავტორებმა ასეთ კოლონიებს სოციალისტური უწოდეს. მეორე ტიპის კოლონიებში მხოლოდ ზოგიერთ დამანს ჰქონდა სოციალური კავშირების დიდი რიცხვი, მაშინ, როდესაც დანარჩენები ცხოველთა ძალიან უმნიშვნელო რაოდენობასთან ურთიერთობდნენ ან საერთოდაც პრაქტიკულად მარტოხელები იყვნენ.


აღმოჩნდა, რომ ცხოველები მეორე ტიპის კოლონიებიდან საშუალოდ რამდენიმე წლით უფრო ნაკლებს ცხოვრობენ, ვიდრე პირველი ტიპის კოლონიებში მცხოვრები დამანები. ამასთან, ეს ეფექტი მეორე ტიპის კოლონიებში მობინადრე სოციალურად აქტიურ დამანებსაც ეხებოდა.


ჯერჯერობით მეცნიერებს არ შეუძლიათ ერთმნიშვნელოვნად დადგენა იმისა, თუ რა წარმოადგენს ცხოვრების ხანგრძლივობის შემცირების მიზეზს „არასოციალისტურ“ კოლონიებში მცხოვრებ დამანებს შორის. წინასწარმა ანალიზმა საშუალება მისცა მკვლევარებს, გამოერიცხათ ისეთი ვარიანტები, როგორიცაა საზოგადოებრივ რესურსებთან მარტოხელათა არასაკმარისი წვდომა ან ამ ცხოველების მტაცებელთა მიერ უპირატესი განადგურება. ერთ-ერთი შესაძლო ვერსიების სახით სპეციალისტები განიხილავენ სტრესულ ჰიპოთეზას - მეორე ტიპის კოლონიები რამდენიმე ყველაზე ძლიერი და აგრესიული ცხოველით კონტროლირდება, ასეთ მმართველობის უნარი კი კოლონიის ყველა წევრს შორის სტრესს იწვევს.


ცოტახნის წინ მეცნიერთა სხვა კოლექტივმა აჩვენა, რომ მეგობრობას სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია. პავიანეებზე დაკვირვებებმა აჩვენა, რომ მეგობრული კავშირდების დიდი რაოდენობის მქონე ცხოველები თავიანთ მარტოხელა ნათესავებზე რამდენიმე წლით მეტს ცხოვრობენ.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3139.html
Posted by Drakula | 15 Aug 2011, 21:31 | News »
 

"ეს საინტერესოა: სოციალიზმი ნაადრევი სიკვდილის საწინააღმდეგო წამალი აღმოჩნდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 24 November 2024
  • English Georgian