კულტურა: მიხეილ სააკაშვილი მიუზიკლს "ქეთო და კოტეს" კულტურის აღორძინებად მინჩნევს | Georgian News | ||
მიუზიკლის "ქეთო და კოტეს" პრემიერის განახლებას, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი , ქართული კულტურის აღორძინების დასაწყისად მიიჩნევს. როგორც მან ბათუმის საოპერო თეატრში პრემიერის დასრულებისას განაცხადა, " სპექტაკლთან ერთად, ბათუმის ახალი კულტურის ცენტრი გაიხსნა, ეს კი ახალი ჟანრის წარმოქმნა და ჩვენი კულტურის აღორძინებაა. პრეზიდენტი ოპერის განახლების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ცენტრი იმის დაგვირგვინებაა, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში კეთდება. "არ დავმალავ, რომ ოპერის თეატრის გახსნა ჩემი სისუსტე იყო, სადაც ყველაფერი თითქმის ნულოვანი დონიდან აშენდა"-განაცხადა ქვეყნის ლიდერმა. მისი თქმით, რამოდენიმე დღის წინ ბათუმი ცნობილმა არქტექტორმა დანიელ ლარსენმა მოინახულა. " ლარსენი მსოფლიოში საუკეთესო, კოპენჰაგენის ოპერის არქიტექტორია და როდესაც ის მე შემხვდა, ერთი საათის განმავლობაში ბათუმის ოპერის გამო აღფრთოვანებას ვერ მალავდა."-აღნიშნა პრეზიდენტმა. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3133.html
| |||
Posted by consul | 15 Aug 2011, 21:25 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.