პოლიტიკა: ჯავახაძე: ევროპა საქართველოში სიღარიბის დონით შეშფოთებულია | Georgian News | ||
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის სერგო ჯავახაძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მე-19 სესიაზე მომხსენებელმა გიუნტერ კრუგმა და ასამბლეამ საქართველოში სიღარიბის დონის მაღალი მაჩვენებლით შეშფოთება გამოთქვეს. როგორც ჯავახაძემ განაცხადა, მოსახლეობის 38 პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, 14 პროცენტი კი - სულ სიღარიბეში. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ ევროსაბჭოს კონგრესის დელეგაციასთან შეხვედრაზე დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეთა 2 მილიონი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს და ეს მაშინ, როდესაც ხელისუფლებები შემდგარ სახელმწიფოსა და ეკონომიკურ წარმატებებზე საუბრობენ. ევროპის საბჭოს მონიტორები გაოგნებულები არიან იმით, თუ როგორ შეიძლება 35-პროცენტიანი უმუშევრობის პირობებში ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის დაძლევაზე საუბარი. ისინი ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება ამაზე საუბარი, როდესაც უმუშევრები შესაბამის კომპენსაციებს არ იღებენ. საქართველოში საკმაოდ ბევრი ოჯახია, რომლებშიც, უკეთეს შემთხვევაში, ერთი ადამიანი მუშაობს, უარეს შემთხვევაში კი ერთ-ერთი წევრის პენსიაზე ცხოვრობს“, - განაცხადა ჯავახაძემ. მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ მოითხოვს, რომ მთავრობამ უმუშევართა აღრიცხვა და მათთვის უმუშევრობის მიხედვით კომპენსაციების გაცემა დაიწყოს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3128.html
| |||
Posted by Drakula | 12 Aug 2011, 17:32 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.