ეს საინტერესოა: -ადამიანის შემოსავალსა და მისი სიცილის „ტიპს“ შორის აღმოაჩინეს დამოკიდებულება | ![]() | World News | |
![]() ადამიანების 66% სიცილის დროს წარმოთქვამენ „ჰა-ჰა“-ს. როგორც სოციოლოგებმა გაარკვიეს, ასეთი სიცილისადმი მიდრეკილება აქვთ ახაგალგაზრდა ადამიანებს, უნივერსიტეტის დამთავრებულებს. როგორც სოციოლოგები აზუსტებენ, პოპულარობის მიხედვით მეორე (11%) გახდა სიცილი „ჰე-ჰე“, რომლის მიმართ მიდრეკილება აქვთ ადამიანებს მაღალი შემოსავლით. ადამიანების 10% წარმოთქვამს „ჰი-ჰი“-ს, ამასთან, როგორც წესი, ასე იცინის ყოველი მეხუთე ადამიანი უმაღლესი განათლების გარეშე. „ჰუ-ჰუ“ და „ჰო-ჰო“ ბევრად უფრო იშვიათად ისმის: ასე იცინის 3% და 2%, შესაბამისად. სოციოლოგებმა აღმოაჩინეს დამოკიდებულება ადამიანის შემოსავალსა და იმის შორის, თუ როგორ იცინის იგი. იმ გერმანელთა შორის, რომლებსაც თვეში 2500 ევრო აქვთ შემოსავალი, 53% იცინის „ჰა-ჰა“-თი, 18% - „ჰე-ჰე“-თი, 9% - „ჰი-ჰი“-თი. თვეში 1000 ევროზე ნაკლები შემოსავლის მქონე ადამიანები ხშირად სიცილის დროს წარმოთქვამენ „ჰა-ჰა“-ს - ასე 72% აკეთებს, 9% კი ამჯობინებს „ჰუ-ჰუ“-ს. გამოკვლევამ გერმანიის სხვადასხვა ნაწილების მაცხოვრებლებს შორის სიცილში პრინციპული განსხვავებები არ გამოავლინა. აღნიშნულია მხოლოდ ის, რომ საქსონიასა და ტიურინგიაში შეიმჩნევა „მიდრეკილება „ჰი-ჰი“-სადმი“, ხოლო რეინლანდ-პფალცში, გესენსა და საარაში - „ჰო-ჰო“-სადმი. ტელეარხ Sky-ის მიერ შეკვეთილი სოციოლოგიური გამოკვლევა ახალი კომედი-შოუს პრომო-კამპანიის ნაწილი გახდა, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში ფასიან ტელეარხზე გამოვა. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3126.html
| |||
Posted by Drakula | 12 Aug 2011, 17:31 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 0 |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.