პოლიტიკა: ბარაკ ობამას პოპულარობის დონე კვლავ დაეცა | World News | ||
აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ბარაკ ობამას საქმიანობას ქვეყნის მოქალაქეთა 45% იწონებს, 73%-ს კი მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი კურსით მოძრაობას, ნათქვამია სააგენტო Reuters-ის მიერ ამერიკელთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით შედგენილ გამოკვლევაში. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ბოლო თვის განმავლობაში ბარაკ ობამას პოპულარობის დონე 49%-დან 45%-მდე დაეცა. გამოკითხვა წინა კვირის ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით ჩატარდა. სწორედ ამ პერიოდში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მ პირველად 1917 წლის შემდეგ შეამცირა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი საიმედოობის უმაღლესი АААდონიდან AA+-მდე ნეგატიური პროგნოზით. Reuters-ის მონაცემებით, ამერიკელთა მხოლოდ 21%-ს მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გატარებადი კურსი სწორია. გამოკითხულთა 47%-ს მიაჩნია, რომ აშშ ეკონომიკაში მდგომარეობის შემდგომ გაუარესებას ელოდება. გამოკითხვაში 1 055 ათასმა სრულწლოვანმა ამერიკელმა მიიღო მონაწილეობა. მაისის დასაწყისში იტყობინებოდნენ, რომ #1 ტერორისტის ოსამა ბინ ლადენის მოკვლამ აშშ-ის პრეზიდენტის პოპულარობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. თუმცა, ერთ კვირაში Reuters-სადა Ipsos-ს ერთობლივმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ობამას პოპულარობის რეიტინგი „ალ-ქაიდას“ ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ ცნობის შემდეგ მხოლოდ სამი პროცენტით გაიზარდა. აპრილის დასაწყისში ობამამ განაცხადა, რომ 2012 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ვადაზე იყრის კენჭს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3121.html
| |||
Posted by Drakula | 11 Aug 2011, 20:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.