aspurcela.ge
კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: იაკობაშვილი: აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერა საბაზო და ძალიან მტკიცეა Georgian News  Georgian News 
აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერა საბაზო და ძალიან მტკიცეა, მათ შორის ფინანსურიც, განუცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში თემურ იაკობაშვილმა „ამერიკის ხმას“.



„ჩვენ რამდენიმე დარგში ვთანამშრომლობთ. ჩვენი ქვეყნების მიერ გაფორმებული სტრატეგიული შეთანხმება ძალიან ეფექტურად, ნაბიჯ-ნაბიჯ იმპლემენტირდება. ბოლო 6 თვის განმავლობაში მრავალ სერიოზულ მიღწევას ჰქონდა ადგილი, მაგალითად, გამარტივდა სავიზო რეჟიმი აშშ-სთან“, - ხაზი გაუსვა მან.


საქართველოს ელჩმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაციამ საქართველოს ეკონომიკის სტაბილიზაციისათვის ერთ მილიარდი დოლარი მისცა, ასევე თბილისმა ამერიკულ კორპორაცია „ათასწლეულის გამოწვევებისაგან“ მეორე ტრანში მიიღო.


„ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში იბრძვიან. არსებობს თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საინფორმაციო სფეროებში. მხარდაჭერა არის არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდანაც. ხაზი უნდა გავუსვა, რომ ცოტახნის წინ ერთხმად იქნა მიღებული აშშ-ის სენატის რეზოლუცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების შესახებ“, - აღნიშნა იაკობაშვილმა.


შეკითხვაზე, ხომ არ დასუსტდა საქართველოს მხარდაჭერა ხელისუფლებაში ობამას ადმინისტრაციის მოსვლის შემდეგ, საქართველოს ელჩმა უპასუხა, რომ არა. „არ მგონია, რომელიმე ადმინისტრაცია რომელიმე ქვეყანას უპირობოდ უჭერდეს მხარს. ბუშის ადმინისტრაციის დროსაც იყო პირობა, თანაც მარტივი - აშშ მხარს მხოლოდ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოს უჭერდა. ამ თვალსაზრისით წინა და ამჟამინდელ ადმინისტრაციებს შორის განსხვავება არ არის. საქართველოს არც ერთი ეროვნული ინტერესი არ ყოფილა შელახული, მაშინაც კი, როდესაც „გადატვირთვის“ პოლიტიკა იქნა შემოღებული. მეთოდოლოგია შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ აშშ-ისა ან საქართველოს სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა“, - აღნიშნა იაკობაშვილმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3120.html
Posted by Drakula | 11 Aug 2011, 20:37 | News »
 

"პოლიტიკა: იაკობაშვილი: აშშ-ის მიერ საქართველოს მხარდაჭერა საბაზო და ძალიან მტკიცეა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian