საზოგადოება: ლტოლვილები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ | Georgian News | ||
ცხინვალის რეგიონის ლტოლვილები, რომლებსაც სასტუმრო "აფხაზეთიდან" აძევებენ, ლტოლვილთა საქმეთა და განსახლების მინისტრ კობა სუბელიანთან შეხვედრას ითხოვენ, თუმცა მათი ემისარები, რომლებიც სამინისტროში პეტიციით მივიდნენ, დაცვამ შენობაში არ შეუშვა. ლტოლვილები აცხადებენ, რომ შენობის დატოვებას არ აპირებენ, მაგრამ თუ ხელისუფლება მათ ძალით გააძევებს, ისინი თავშესაფარს ცხინვალის ხელისუფლებას თხოვენ. მათი თქმით, სამინისტრომ მათ 10 ათასი ლარის ოდენობის კომპენსაცია ან რუსთავში ალტერნატიული საცხოვრებელი სთავაზობს, რომელიც რემონტს საჭიროებს. მაგრამ მანამ, სანამ საცხოვრებელი წესრიგში იქნება მოყვანილი,ხელისუფლება მზადაა მათ ბინა დაუქირაოს საკუთარი ხარჯით. ლტოლვილების სოლიდარობა პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ გამოუცხადა. მისი თქმით, ლტოლვილებს უნდა განუმარტონ, რომ მათ ელოდება ის ვინც სასტუმრო "აფხაზეთს" იყიდის. "მთავარია გაირკვეს, ვინ იყიდის სასტუმროს და რას შეთავაზებს იგი ლტოლვილებს. ეს ხალხი აქ 21 წელია ცხოვრობს და ამ დროის განმავლობაში თბილისლები გახდნენ, ამიტომაც მთელი პასუხისმგებლობა ამ ადამიანების ბედისთვის მინისტრ კობა სუბელიანს ეკისრება"–განაცხადა აბაშიძემ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3116.html
| |||
Posted by consul | 10 Aug 2011, 22:22 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.