ეკონომიკა: როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია საქართველოზე მსოფლიო ბაზრების დაცემას? | ![]() | Business & Economics | |
![]() კერძოდ, იგი პროგნოზირებს საკრედიტო რესურსების შემცირებას, რაც, აბაშიშვილის თქმით, ისედაც პრობლემაა ქართული ბანკებისათვის. შედეგად, ექსპერტი კრედიტების გაცემის პირობების გართულებასა და საპროცენტო განაკვეთის გაზრდას ვარაუდობს.„კრედიტების უმეტესობა სამომხმარებლო სეგმენტზე მოდის და უდიდესი დარტყმა სწორედ მანდ არის მოსალოდნელი - შესაძლოა, კრედიტის მიღება გართულდება. ქართულ საბანკო სექტორში ისედაც გამოვლინდა საპროცენტო განაკვეთის შემცირების პროცესის შეჩერება. არ გამოვრიცხავ, რომ პროცენტების ზრდის ტენდენციაც დაიწყება“, - აღნიშნა მან. თუმცა მსოფლიოს მასშტაბით იგი კრიზისის გამეორებას გამორიცხავს, ვინაიდან ექსპერტის თქმით, წამყვანმა ქვეყნებმა უკვე მიიღეს კრიზისთან ბრძოლის გამოცდილება და პრობლემის გაღრმავებას არ დაუშვენებენ. „ვფიქრობ, ევროპული და ამერიკული პრობლემები ლოკალიზებული იქნება. ამიტომ ისეთი კრიზისის გამეორებას, როგორიც 2008 წელს იყო, გამოვრიცხავ“, - განაცხადა აბაშიშვილმა. უფრო მსუბუქ პროგნოზს აკეთებს ეკონომიკური საკითხების ექსპერტი ირაკოლი ლეკვინაძე. მისი თქმით, შტატების რეიტინგის შემცირების ფონზე ქართულ ბაზარზე მოსალოდნელია დოლარის კიდევ უფრო ძლიერი შესუსტება, მაგრამ ამას შეუქცევადი ხასიათი არ ექნება. „ვფიქრობ, აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის დაცემა ვერ შეძლებს საქართველოზე დიდი გავლენის მოხდენას. მთავარი, რაც ქართულ ბაზარზე აისახება, დოლარის შესუსტებაა, რაც რეიტინგის შემცირების შემდეგ გაგრძელდება. საქართველოს სავალუტო რეზერვის 70 პროცენტამდე სწორედ აღნიშნულ ვალუტაშია განთავსებული, გარდა ამისა, მრავალს დანაზოგები დოლარებში აქვს, მაგრამ, ვფიქრობ, ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება“, - აღნიშნა ექსპერტმა. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3114.html
| |||
Posted by Drakula | 10 Aug 2011, 22:13 | News » | |||
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Article Rating | ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
Votes: 5 ![]() |
![]() |
![]() |
![]() |
![]() |
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.