aspurcela.ge
ცენტრალური გათბობის ქვაბები - ჰავა

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 მეცნიერება-ტექნოლოგიები: კლიმატის ცვლილება ადამიანის ევოლუციის სტიმულატორი აღმოჩნდა World News  World News 
კლიმატის მკვეთრმა ცვლილებებმა, რომლებსაც ადგილი ჰქონდა დედამიწაზე დაახლოებით 5 მილიონი წლის წინ, შესაძლოა ხელი შეუწყო სახეობა Homo-ს ევოლუციას - თანამედროვე ადამიანების წინაპრები იძულებულები იყვნენ, შეგუებულიყვნენ მუდმივად ცვლილებად პირობებს. ასეთი დასკვნა წარმოადგინა მეცნიერთა ჯგუფმა თავის სტატიაში ჟურნალ Journal of Archaeological Science-ში. მოკლედ ნაშრომზე წერს New Scientist.



მეცნიერები მუშაობდნენ ფორამინიფერებად ცნობილი უმარტივესი ზღვის ორგანიზმების გაქვავებულ ნარჩენებზე. ამ ორგანიზმების ნიჟარები, გარემოს ტემპერატურის მიხედვით, აგროვებს ჟანგბადის სხვადასხვა რაოდენობის მსუბუქ და მძიმე იზოტოპებს (იზოტოპებს უწოდებენ ერთი და იმავე ელემენტის ატომებს, რომელთა ბირთვები სხვადასხვა რაოდენობის ნეიტრონებს შეიცავს). გამყინვარების პერიოდების დროს ჟანგბადი-16-ის უფრო მსუბუქი იზოტოპი გროვდება უპირატესად წყლის მოლეკულების შემადგენლობაში ყინულსა და თოვლში, და არა ოკეანეში. შესაბამისად, უფრო ცივი დროითი ეტაპების დროს ფორამინიფერთა ნიჟარები ჟანგბადი-18-ის უფრო მძიმე იზოტოპს „აგროვებს“.


უმარტივესთა ნიჟარებში იზოპოტების შემცველობის ანალიზმა საშუალება მისცა მეცნიერებს გაერკვიათ, რომ დაახლოებით 5 მილიონი წლის წინ დედამიწაზე ტემპერატურა მკვეთრად იცვლებოდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ „საშუალოსტატისტიკური“ მაჩვენებლებისაგან კლიმატის ასეთი გადახრები განაპირობებდა იმას, რომ ადამიანმა ცვლილებადი პირობებისადმი სწრაფად ადაპტირების უნარი შეიძინა - ეს თავისებურება სახეობა Homo-ს მრავალი სხვა სახეობისაგან განასხვავებს.


არახელსაყრელი პირობებისადმი ადამიანის მაღალი შემგუებლობა ცოტახნის წინ დამტკიცებული იქნა დამოუკიდებელ გამოკვლევაში. სპეციალისტები, რომლებიც შეისწავლიდნენ თანამედროვე ნორფოლკის ტერიტორიაზე მობინადრე ძველი ხალხისაგან დარჩენილ არტეფაქტებს, გაარკვიეს, რომ მათ პლანეტის ჩრდილოეთი ტერიტორიების ათვისება იმაზე ოდნავ უფრო ადრე დაიწყეს, ვიდრე მანამდე იყო მიჩნეული.
Source - lenta.ru

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3113.html
Posted by Drakula | 09 Aug 2011, 22:57 | News »
 

"მეცნიერება-ტექნოლოგიები: კლიმატის ცვლილება ადამიანის ევოლუციის სტიმულატორი აღმოჩნდა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კრედიტი გათბობის და გაგრილების სისტემის მონტაჟისთვის

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian