ეს საინტერესოა: აღმოჩნდა, რომ ქალები და მამაკაცები სხვადასხვანაირად ხედავენ | World News | ||
ბრიტანელი მეცნიერები საკმაოდ მღელვარე საკითხით დაკავდნენ: „რატომ აღიქვამენ ქალები და მამაკაცები გარშემომყოფ სამყაროს სხვადასხვანაირად?“ ტესტების დახმარებით მათ აღმოაჩინეს პასუხი: ქალებსა და მამაკაცებს მხედველობის სიმწვავე სხვადასხვანაირი აქვთ. ტესტი ჩაუტარდა 48 ქალისა და მამაკაცის მხედველობას. ამისათვის მათ შესთავაზეს ლაზერული საჩვენებელი ჯოხების გამოყენებით სხვადასხვა მანძილიდან საგნების შუა ხაზების დანახვა. მიღებული მონაცემების საფუძველზე მეცნიერებმა გარკვეული დასკვნების გაკეთება შეძლეს. როგორც გამოკვლევამ აჩვენა, მამაკაცებმა უკეთ შეასრულეს დავალება შორი მანძილებიდან, ახლო საგნების დანახვა კი მათთვის რთული ამოცანა აღმოჩნდა. ქალებმა კი პირიქით, საუკეთესო შედეგებს ახლო მანძილებიდან მიაღწიეს. გამოკვლევის პროცესში მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: „მამაკაცებსა და ქალებს შესამჩნევი განსხვავებები აქვთ ტვინის მიერ ვიზუალური ინფორმაციის აღქმის პროცესში. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს ევოლუციური პროგრესის შედეგია“. ეს, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებული შეიძლება იყოს საქმიანობის სახეობებთან, რომლებითაც დიდი ხნის განმავლობაში ქალები და მამაკაცები იყვნენ დაკავებულები. მაგალითად, ყველა მონადირე ძირითადად მამაკაცია, ეს კი კარგ შორსმხედველობას მოითხოვს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3110.html
| |||
Posted by Drakula | 09 Aug 2011, 22:54 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.