საზოგადოება: გამოკვლევა: საქართველოს მოსახლეობის 76%-ს რუსეთის ხელისუფლებების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს | Georgian News | ||
ამერიკულმა კვლევითმა ცენტრმა “Gallup“ 104 ქვეყანაში ჩაატარა რუსეთის ხელისუფლებების კურსის მხარდაჭერის დონის გამოკვლევა, იუწყება “GHN“. გამოკვლევიდან გაირკვა, რომ საქართველოს მოსახლეობის 76%-ს რუსეთის ხელისუფლებების მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს და მხოლოდ 6% უჭერს მხარს მოსკოვის ოფიციალურ პოლიტიკას, ხოლო 18%-მა პასუხისაგან თავი შეიკავა. სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ამ თვალსაზრისით პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო გამონაკლისია, ვინაიდან ყოფილი სსრკ-ს სხვა ქვეყნებში რუსეთის მიმართ დამოკიდებულება უფრო პოზიტიურია. საინტერესოა, რომ იმ ქვეყნების პირველ ხუთეულში, ვინც რუსეთის ხელისუფლებებს უჭერს მხარს, სომხეთიც მოხვდა, რომელიც ადგილს მხოლოდ რიგ შუააზიურ სახელმწიფოებს, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს, ასევე აფრიკულ სახელმწიფო მალის უთმობს. რუსეთის პოლიტიკის მიმართ დადებითი დამოკიდებულება სომხეთის 75%-ს აქვს, უარყოფითი - მხოლოდ 7%-ს, ხოლო 17%-ს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა ან საერთოდ თავი აარიდა პასუხს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, მანდ პრორუსულად განწყობილია მოსახლეობის 54%, ხოლო 19%- კრემლის პოლიტიკის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3108.html
| |||
Posted by Drakula | 09 Aug 2011, 22:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.