პოლიტიკა: ICG: საქართველო და რუსეთი არ უნდა შემოიფარგლებოდნენ მოლაპარაკებებით მსო-ს თაობაზე | Georgian News | ||
რუსეთმა და საქართველომ - ორმა ქვეყანამ, რომელთა შორის ურთიერთობა საბოლოოდ გააფუჭა სამი წლის წინ მომხდარმა ომმა - უნდა გააფართოონ დიალოგი და არ შემოიფარგლონ მოლაპარაკებებით მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თაობაზე, ამტკიცებს კრიზისების თავიდან აცილების საერთაშორისო ჯგუფი. ორივე ქვეყნის პოლიტიკოსებმა უნდა შეამცირონ რიტორიკის სიმძაფრე და მორჩნენ ბრალდებების სროლას ტერორიზმსა და ჯაშუშობაში თანამონაწილეობაში, განაცხადა დღეს, 9 აგვისტოს, არაკომერციულმა ორგანიზაციამ ბრიუსელში მდებარე შტაბ-ბინით თავის მოხსენებაში „საქართველო და რუსეთი: მეზობლურად ცხოვრების სწავლა“ („Georgia-Russia: Learn to Live Like Neighbors“). თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის გამოსწორება შვეიცარელ შუამავლებს შეუძლიათ, რომლებიც რუსეთსა და საქართველოს შორის მსო-ს თაობაზე მოლაპარაკებების ჩატარებაში ეხმარებიან, მიაჩნია მას. „დროა, ორმა ქვეყანამ მეტი ისაუბროს ერთმანეთთან მოლაპარაკებათა მაგიდასთან - პირდაპირ ან მესამე მხარის დახმარებით, - და მორჩეს ბრალდებების გაცვლით პრესაში და საპარლამენტო გამოსვლებით“, - მიაჩნიათ ავტორებს მოხსენებისა, რომელიც სამხედრო კოფლიქტის მესამე წლისთავისთვის გამოვიდა. „საქართველო რუსეთს ქართულ ტერიტორიაზე ჯაშუშური ქსელის შექმნასა და ათეულობით აფეთქებასა და აფეთქების განხორციელების მცდელობებში თანამონაწილეობაში ადანაშაულებს, რომლებიც ქვეყანაში 2010-2011 წლებში დაფიქსირდა, - წერენ მოხსენების აცტორები. - რუსეთის ოფიციალურ პირებმა რამდენჯერმა დაადანაშაულეს საქართველო რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედი ისლამისტი ამბოხებულებისათვის დახმარების გაწევაში, თუმცა, კონკრეტული ფაქტები არ დაუსახელებიათ“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3107.html
| |||
Posted by Drakula | 09 Aug 2011, 22:52 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.