aspurcela.ge
გათბობის მონტაჟი, კონდიციონერების მონტაჟი, სანტექნიკის მონტაჟი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 ეკონომიკა: თეთრი სახლი ამერიკულ ეკონომიკაში ინვესტიციების უსაფრთხოებაში დარწმუნებულია World News  World News 
აშშ-ის ადმინისტრაცია ამერიკულ ეკონომიკაში ინვესტიციების უსაფრთხოებაში დარწმუნებულია, განაცხადა ორშაბათს, 8 აგვისტოს, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ. საერთაშორისო სააგენტო „სტანდარდ ენდ ფაუერსის“ მიერ აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის უმაღლესი AAA-დან AA+-მდე შემცირების გადაწყვეტილების თაობაზე მრავალრიცხოვან შეკითხვებზე პასუხის გაცემისას კარნიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები „აშკარად რჩება AAA დონის ქვეყნად შესაბამისი ეკონომიკით“. ჩვენ მსოფლიოში ინვესტიციების თვალსაზრისით ყველაზე უსაფრთხო ადგილი ვართ. ასეა დღეს და ასე იყო გასულ კვირას“, - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა.



აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ, რომელიც იმავე დღეს სპეციალური განცხადებით გამოდიოდა, აღნიშნა, რომ ამერიკული ეკონომიკის პრობლემები „უმაღლესი ხარისხით გადაჭრადია“. „სახელმწიფო ვალის თვალსაზრისით პრობლემები ჩვენი საკრედიტო რეიტინგის მიმართ უნდობლობაში არ გამოიხატება. ბაზრები კვლავ ამტკიცებენ, რომ იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა. სირთულე იმაშია, რომ აუცილებელია დეფიციტის შემცირება გრძელვადიან პერსპექტივაში“, - აღნიშნა სახელმწიფოს მეთაურმა.


ამავე დროს, ამერიკულ კონგრესში დაწყებულია გარჩევა სააგენტო „სტანდარდ ენდ ფაუერსის“ მიერ აშშ-ის საკრედიტო რეიტინგის შემცირების გადაწყვეტილების თაობაზე. ბანკების, საცხოვრებელი მშენებლობისა და ქალაქების პრობლემების კომიტეტში აგროვებენ აუცილებელ ინფორმაციას. ამის შესახებ განაცხადეს ორშაბათს აღნიშნული კომიტეტის აპარატში. თუმცა გადაწყვეტილება იმაზე, ჩატარდეს თუ არა ამ თემაზე ღია მოსმენები, ჯერ არ მიუღიათ.


კომიტეტის სათავეში მდგომმა სენატორმა ტომ ჯონსონმა „სტანდარდ ენდ ფაუერსის“ გადაწყვეტილებას „უპასუხისმგებლო ნაბიჯი“ უწოდა, რომელსაც, მისი თქმით, შეუძლია ნეგატიური შედეგების ქონა, კერძოდ, გამოიწვიოს საგადასახადო დატვირთვის ამაღლება ყველა ამერიკელისთვის იპოთეკური სისტემების, სამომხმარებლო კრედიტებისა და საკრედიტო ბარათების უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთების მიხედვით.
Source - bizzone

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3106.html
Posted by Drakula | 09 Aug 2011, 22:51 | News »
 

"ეკონომიკა: თეთრი სახლი ამერიკულ ეკონომიკაში ინვესტიციების უსაფრთხოებაში დარწმუნებულია" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, კონდიცირება, ვენტილაცია, ცხელი წყალი, სანტექნიკა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 22 December 2024
  • English Georgian