საზოგადოება: ბაზარზე არსებული ნაყინის 17 ფირმიდან 7 ჯანმრთელობისთვის საშიშია | Georgian News | ||
კვლევის მიხედვით, ბაზარზე არსებული 17 ფირმის ნაყინიდან 7 ჯანმრთელობისთვის საშიშია. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ ქართულ ბაზარზე არსებული ნაყინის შესახებ სკანდალური დასკვნა დადო.
როგორც მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძემ "პრაიმ ტაიმის" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, საქართველოს მასშტაბით ლაბორატორიულად 17 ფირმის ნაყინი შემოწმდა, მათგან ვარგისიანი მხოლოდ 10 აღმოჩნდა. დანარჩენი 7 კი ჯანმრთელობისთვის საშიშია.
კოლიფორმული ბაქტერიები და ოქროსფერი სტაფილოკოკი იქნა აღმოჩენილი გორის "ფიფქიაში", კასპის "ბაჩოში", სამტრედიის "მყინვარში" და ქუთაისის "ჰოდიდოში", რაც სხვადასხვა ტიპის მოწამვლის გამომწვევი შეიძლება გახდეს.
შემოწმების შედეგად, ვადაგასული აღმოჩნდა ფირმა "ლასკას" პროდუქციაც. "აისლანდის" ფირმის რამდენიმე პროდუქტში კი ნაღების კარაქის ნაცვლად, მხოლოდ მცენარეული ცხიმი იქნა აღმოჩენილი.
სურსათის ეროვნული სააგენტო უახლოეს მომავალში ნაყინის საწარმოების მონიტორინგს დაიწყებს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3104.html
| |||
Posted by consul | 08 Aug 2011, 20:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.