პოლიტიკა: ვეტრიაკოვი: საქართველოში ინფორმაციის დაცვის სისტემა მთლაიანად განადგურებულია | Georgian News | ||
როგორც "კვირის პალტრა" წერს, რედაქციას აშშ–ში მყოფი გოჩა ვეტრიაკოვი დაუკავშირდა, რომელსაც საქართველოში არც თუ ისე დიდი ხნის წინ საკმაოდ საპასუხისმგებლო პოსტი ეკავა. გამომცემლობის ინფორმაციის თანახმად, იგი სამხედრო–საზღვაო ძალების შტაბის უფროსი და კომანდირის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ამ მომენტისათვის, ვეტრიაკოვი აშშ–ს სამხედრო უნივერსიტეტის უსაფრთხოებისა და გლობალური გამოკვლევის ფაკულტეტეზე სწავლობს. ვეტრიაკოვმა გაზეთში თავისი შეშფოთება გამოხატა საქართველოში ინფორმაციის დაცვის დონესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მას ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ბევრი პოლიტიკოსი რუსეთის სპეცსამსახურების გავლენის ქვეშაა. ამასთან ერთად იგი აღნიშნავს, რომ თავდაცვის სამინისტროს კორპორატიული ნომრები კომპანია "ბილაინს" ეკუთვნის, მაშინ როდესაც საქართველოში ყოველ წუთს რუსეთის აგენეტებს აღმოაჩენენ. ვეტრიაკოვის თქმით, ყველასთვის ცნობილია,რომ ეს რუსეთის კომპანიაა, რომლის მომსახურებითაც სარგებლობს, როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალის რეგიონი. მისი თქმით, საქართველოში ინფორმაციის დაცვის სისტემა მთლიანად განადგურებულია, რაც ძალიან ცუდ გავლენას ახდენს ქვეყნის უსაფრთხოებაზე. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3101.html
| |||
Posted by consul | 08 Aug 2011, 20:30 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 10 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.