პოლიტიკა: დუმაში აფხაზეთში სამხედრო ბაზის შესახებ შეთანხმება რატიფიკაციისთვის შეტანეს | World News | ||
რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა სახელმწიფო დუმაში რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის არსებული შეთანხმება აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის შესახებ რატიფიკაციისათვის შეიტანა. ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.
"შეთანხმება არეგულირებს მხარეთა იურისდიქციის საკითხებს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ გაერთიანებულ რუსულ სამხედრო ბაზასთან მიმართებაში და მათ ურთიერთქმედებას აფხაზეთის შეიარაღებულ ძალებთან მიმართებაში. ამ დოკუმენტით ასევე რეულირდება სამხედრო ბაზისა და სხვა უძრავი ქონების გამოყენების საკითხი", _ იუწყება კრემლის პრესსამსახური.
აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოსკოვში 2010 წლის 17 თებერვარს მოეწერა. აღსანიშნავია, რომ მედვედევს ცხინვალის რეგიონში მდებარე ანალოგიურ სამხედრო ბაზასთან დაკავშირებით შეთანხმება დუმაში უკვე შეტანილი აქვს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3097.html
| |||
Posted by consul | 08 Aug 2011, 20:16 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.