პოლიტიკა: ტიმოშენკოს დაპატიმრება უკრაინის ხელისუფლებას მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის | World News | ||
იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებამ, შესაძლოა, უკრაინასა და რუსეთს შორის სერიოზული კონფლიქტი გამოწვიოს. მოსკოვო იანუკოვიჩს აფრთხილებს, რომ ექს-პრემიერის დაპატრიმრებას, შესაძლოა, „გრძელვადიანი შედეგები" მოჰყვეს. მოსკოვში აცხადებენ, რომ ტიმოშენკოს დაპატიმრებას უკვე მოჰყვა დიდი საერთაშორისო რეზონანსი, რასაც სათუოა, რომ პოზიტიული შედეგები მოჰყვეს იანუკოვიჩისთვის. უნდა აღინიშნოს, რომ 11 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტი სოჭში უნდა ჩავიდეს სადაც იგეგმება მისი შეხვედრა რუს კოლეგასთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინიტომ უკვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ არავითარი უკანონობა „გაზის საქმეთან" დაკავშირებით არ არსებობს. ტიმოშენკოს მხარდასაჭერი განცხადებები უკვე გააკეთეს ევროკავშირმა, კერძოდ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა კომისარმა კეტრინ ეშტონმა, ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ეჟი ბუზეკმა და სხვა ცნობილმა პოლიტიკურმა მოღვაწეებმა. ტიმოშენკოს სოლიდარობას უცხადებს Freedom House - ი და სხვადასხვა საერთაშორისო უფლებთადამცველი ორგანიზაცია. უკრაინის ხელისუფების გადაწყვეტილების მიმართ საკმაოდ ნეგატიური პოზიციები დაფიქსირდა აშშ-ში. ყველა განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტიმოშენკოს დაპატიმრებაში ჭარბობს პოლიტიკური მოტივები, რაც უკრაინის ხელისუფლების სწრაფვას დემოკრატიული ღირებულებებისადმი კითხვის ნიშნის ქვეს აყენებს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3088.html
| |||
Posted by consul | 06 Aug 2011, 20:39 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.