ეს საინტერესოა: ახალ ზელანდიაში ალფრედ ჰიჩკოკის პირველი ფილმი იპოვეს | World News | ||
ახალ ზელანდიაში ცნობილი რეჟისორის ალფრედ ჰიჩკოკის პირველი ფილმი აღმოაჩინეს. ველინგტონში ახალზელანდიური კინოარქივის თანამშრომლები ფილმს, რომელიც დაკარგულად იყო მიჩნეული, სრულიად შემთხვევით წააწყდნენ. როგორც „რუსული გაზეთი“ აღნიშნავს, აღმოჩენა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 1989 წლიდან (20-ზე მეტი წლის განმავლობაში) არქივში ინახებოდა ძველი ამერიკული ფოტოსურათების შენარჩევი და სწორედ ფირების გარჩევისას იპოვეს სამი კოჭა ფილმით „თეთრი ჩრდილი“. კინოსურათი 1924 წელს რეჟისორმა გრეჰემ კატსმა გადაიღო. გამოცემა The Hollywood Reporter გვახსენებს, რომ სურათზე მსოფლიო კინემატოგრაფის მომავალი კლასიკოსი ალფრედ ჰიჩკოკიც მუშაობდა. 24 წლის დამწყებმა რეჟისორმა „თეთრ ჩრდილზე“ მუშაობისას კინოწარმოების ყველა ეტაპი გაიარა - იგი იყო რეჟისორის ასისტებტი, დამდგმელი მხატვარი, მონაწილეობდა მონტაჟსა და სცენარის დაწერაში. „თეთრი ჩრდილი“ - ეს არის მუნჯური ფილმი ორი ტყუპი გოგონას შესახებ, რომელთა როლიც ბეტი კომპსონმა შეასრულა. მსახიობს ეკრანზე ორი სრულიად სხვადასხვა დის სახე უნდა შეექმნა: ერთი ანგელოზის სულით, მეორე - უსულო. ნაპოვნის მნიშვნელოვნობის გადაფასება შეუძლებელია. კინომცოდნეთათვისა და კინომანებისათვის ეს ფილმი ჰიჩკოკის შემოქმედების შესწავლის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. ცნობილია, რომ კვლავ შეძენილი ფილმის პრემიერა 22 სექტემბერს კინემატოგრაფიული ხელოვნებებისა და მეცნიერებების ამერიკულ აკადემიაში გაიმართება. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3081.html
| |||
Posted by Drakula | 06 Aug 2011, 18:01 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.