ეკონომიკა: სააგენტო Standard & Poor’s-მა აშშ-ის საკრედიტო რეიტინგი შეამცირა | World News | ||
სარეიტინგო სააგენტო Standard & Poor's-მა პირველად ისტორიაში შეამცირა აშშ-ის საკრედიტო მაჩვენებლები, გადაიყვანა რა ისინი ААА-დან АА+ დონეზე. როგორც კომპანიაში მიაჩნიათ, ამერიკული ეკონომიკის პერსპექტივების მიხედვით პროგნოზი ნეგატიურია. Standard & Poor's-ში დარწმუნებულები არიან, რომ ამერიკის საკრედიტო რეიტინგის შემცირება შეესაბამება სიტუაციის ხედვას, რომელიც ამ ქვეყნის ხელისუფლებებმა სახელმწიფო ვალის ზედა ლიმიტის გაზრდის შესახებ დისკუსიის მსვლელობაში ჩამოაყალიბეს. სააგენტოს ანალიტიკოსთა აზრით, შეერთებული შტატების მიერ მიღებული ზომები უახლოესი 12-18 თვის განმავლობაში არ გარანტირებს აშშ-ს დეფოლტისაგან. ААА რეიტინგის დაკარგვით აშშ-მ პლანეტის ყველაზე საიმედო ეკონომიკის წოდება დაკარგა. ამ მომენტისათვის არსებული მდგომარეობით, გერმანიისა და საფრანგეთის სავალო ვალდებულებები განიხილება როგორც უფრო საიმედო დაბანდება, იტყობინება РИА «Новости». მანამდე სხვა სარეიტინგო სააგენტომ - Moody's-მ დაამტკიცა შეერთებული შტატებისთვის რეიტინგი AAA. ვაშინგტონში S&P-ის ანალოგიური გადაწყვეტილების იმედი ჰქონდათ და შეედავნენ კომპანიის ანალიტიკოსება, დაადანაშაულეს რა ისინი აშშ-ის ეკონომიკური მაჩვენებლების გათვლებისას არითმეტიკული შეცდომების დაშვებაში. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3080.html
| |||
Posted by Drakula | 06 Aug 2011, 18:00 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.