aspurcela.ge
გაზის გამათბობელი. გაზზე მომუშავე ოთახის გამათბობლები

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: მინაშვილი: რაც არ უნდა თქვას მედვედევმა, რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა Georgian News  Georgian News 
საპარლამენტო უმრავლესობაში დარწმუნებულები არიან, რომ 2012 წელს რუსეთის პრეზიდენტი კვლავ ვლადიმირ პუტინი გახდება.



როგორც საგარეო კავშირების კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა განაცხადა, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ინტერვიუზე კომენტარს აკეთებდა, რაც არ უნდა თქვას მედვედევმა, რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა.


მისი თქმით, საქართველოს ხელმძღვანელობა 2004 წლიდან ცდილობს რუსეთთან კონსტრუქციური დიალოგის წარმოებას, ხოლო 2008 წელს ცხინვალში შემოჭრასთან დაკავშირებით თავად რუს ექსპერტებს აქვთ ზუსტი ქრონოლოგია.


მინაშვილი ასევე არ ეთანხმება მედვედევის განცხადებას იმაზე, რომ რუსეთი თბილისის შტურმით აღებას არ აპირებდა. მისი თქმით, ყველამ იცის, რომ რუსეთის მიზანი არის საქართველოს მთელი ტერიტორიის კონტროლის ქვეშ აღება, მაგრამ ამ გეგმის განსახორციელებლად მას მინიმინალური შანსი აქვს.


„რუსეთის ტრადიციებშია არჩევნებამდე ყურადღების გადატანა შიდადან გარე პრობლემებზე. მაგრამ ამჯერად რუსეთს სამხედრო ქმედებების დაწყების შანსები მინიმალური აქვს, გამომდინარე ფინანსური კრიზისიდან, საზოგადოებაში არსებული განწყობიდან, საერთაშორისო ზეწოლიდან და სხვა გარემოებებიდან“, - თქვა დეპუტატმა.


მისი თქმით, როგორი განცხადებებიც არ უნდა გააკეთოს მედვედევმა, იგი ვერ შეუქმნის პრობლემებს პუტინს არჩევნებზე, მაგრამ საქართველოსთვის ამით არაფერი იცვლება. „ჩვენ გავაგრძელებთ წარმატებულ რეფორმებს ჩვეულ რეჟიმში“, - აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3079.html
Posted by Drakula | 06 Aug 2011, 18:00 | News »
 

"პოლიტიკა: მინაშვილი: რაც არ უნდა თქვას მედვედევმა, რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

კონდიციონერი, კონდიციონერები, კონდიცირება - ჰავა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 30 September 2024
  • English Georgian