მეცნიერება-ტექნოლოგიები: ახალი მობილური ვირუსი მომხმარებელთა სატელეფონო საუბრებს იწერს | World News | ||
კომპანია CA Technologies-ის ექსპერტებმა აღმოაჩინეს ახალი ვირუსი, რომელსაც ოპერაციული სისტემა Android-ის მართვის ქვეშ მქონე მოწყობილობაზე სატელეფონო საუბრების ჩაწერის უნარი აქვს. სმარტფონზე მავნე პროგრამის მოხვედრისას ვირუსი კონფიგურაციის სპეციალურ ფაილს ქმნის, სადაც ეწერება დაშორებული სერვერის პარამეტრები. შემდეგ საუბრები ინახება მოწყობილობის მეხსიერების ბარათზე AMR ფორმატში და სავსებით შესაძლებელია (ჯერჯერობით სპეციალისტები დარწმუნებულები არ არიან), რომ შემდეგ ეს ფაილები ფარულად იგზავნება იმ სერვერზე, სადაც მათი მოსმენა შეუძლიათ ბოროტმოქმედებსა და აღნიშნულ სერვერთან წვდომის მქონე ადამიანებს. ამჟამად ქსელში ამ მავნე პროგრამის სკრინშოტები გამოჩნდა, რომელიც ვრცელდება როგორც სისტემური უტულიტა და ეწოდება Android System Messenger. უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად Android Market-ში არსებობს მრავალი დამატება, რომელსაც სატელეფონო საუბრების ჩაწერის უნარი აქვს, თუმცა ეს პროგრამები ფაილებს მესამე პირებს არ უგზავნიან, არამედ ინახავენ მათ მხოლოდ სმარტფონის მეხსიერებაში. Source - http://www.km.ru/
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3078.html
| |||
Posted by Drakula | 05 Aug 2011, 19:42 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.