საზოგადოება: თბილისის ზოოპარკმა 200 ათას ლარად მარტორქა შეიძინა | Georgian News | ||
თბილისის ზოოპარკმა 200 ათას ლარად თეთრი მარტორქა შეიძინა. ცხოველს სამხრეთაფრიკული რესპუბლიკიდან ჩამოიყვანენ. ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის თქმით, მოცემულ ეტაპზე ავიაკომპანიებთან წარმოებს მოლაპარაკებები 2 მეტრის სიმაღლის ცხოველის ტრანსპორტირების შესახებ. „ასეთი ცხოველი ყველა ზოოპარკისთვის მნიშვნელოვანი ექსპონატია. მარტორქის ფასი მისი უნიკალურობით არის განპირობებული, ვინაიდან სამხრეთაფრიკულ მარტორქებს მსოფლიოში საუკეთესო გენეტიკა აქვთ“, - აღნიშნა გურიელიძემ. მისი თქმით, ზოოპარკის ბიუჯეტი 3 მილიონ ლარს შეადგენს, რასაც ემატება საკუთარი შემოსავლები, რომლებიც შემოდის ზოოპარკში შესვლის საფასურიდან და ატრაქციონების იჯარიდან. ამ მომენტში ზოოპარკი 9 ჰექტარზეა განლაგებული. დირექტორის თქმით, აღნიშნული ფართობი სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის არასაკმარისია. უკვე რამდენიმე წელში ზოოპარკი თბილისის ზღვაზე გადავა და 49 ჰექტარზე იქნება განლაგებული. უკვე ცნობილია, რომ ახალი ზოოპარკის პირველი შენაძენი ჟირაფი იქნება. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3077.html
| |||
Posted by Drakula | 05 Aug 2011, 19:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.