aspurcela.ge
ცენტრალური გათბობა, გამოიძახეთ საქმეთა მწარმოებელი

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: დავით დარჩიაშვილი: რუსეთის პრეზიდენტი არაადეკვატურია და მე მომბეზრდა მასთან დაკავშირებით კომენტარების კეთება Georgian News  Georgian News 
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს დავით დარჩიაშვილს „მედვედევის, პუტინის, ლავროვისა და კარასინის“ განცხადებებზე კომენტარების გაკეთება მობეზრდა, იტყობინება “GHN“.



„მე მაინც ვფიქრობ, რომ მედვედევი ბევრად უფრო განათლებულია, ვიდრე ის, ვინც სინამდვილეში მართავს ქვეყანას, თუმცა, მას ან პირადი გაორება აქვს, ან მას არ შეუძლია ღიად თავისი აზრის გამოთქმა და მეორე ადამიანის მიერ (რომელიც სინამდვილეში პირველია) დაწერილ სპექტაკლს თამაშობს. ეს ჩვენ რეალობის სახით უნდა მივიღოთ. წლების განმავლობაში, და არა მხოლოდ 2008 წელს, რუსეთი უპირისპირდებოდა იმ იდეას, რომ საქართველო შემდგარიყო როგორც სახელმწიფო და პროექტი, თუმცა, მიუხედავად რუსეთის უდიდესი ფიზიკური უპირატესობისა, მან ამის განხორციელება ვერ შეძლო. სხვა ხალხი მოვა და ნახავს, რომ რუსეთი, თუ იგი საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ სვლას გააგრძელებს, საბოლოოდ თავად შევა ღრმა კრიზისში. მანამდე კი, გულწრფელად თუ ვიტყვით, იქნება ეს მედვედევი, პუტინი, ლავროვი თუ კარასინი, მათთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთება მომბეზრდა. მომბეზრდა იმიტომ, რომ პასუხი ყოველთვის ერთია - ეს არაადეკვატური, არაბუნებრივი ხელისუფლებებია, რომლებიც საერთაშორისო სისტემის წინააღმდეგ მოქმედებენ. ეს ხელისუფლებაა, რომელიც შიშველ ძალაზე დგას, მათ შორის არა მხოლოდ ტანკებზე, არამედ ორგანიზებულ დანაშაულებრიობაზეც. ცოტახანი უნდა მოვითმინოთ და საერთაშორისო სამართლით ვიხელმძღვანელოთ“, - თქვა დარჩიაშვილმა სააგენტო „GHN“-თან საუბრისას, როდესაც კომენტარს აკეთებდა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის მიერ საქართველოსთან ომის მესამე წლისთავის ფარგლებში მიცემულ ინტერვიუზე.


ამასთან ერთად, დეპუტატის აზრით, „კარგია, რომ ასეთი ინტერვიუ ჩაიწერა, რადგან საქართველოში მრავალ პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს ზოგერ ავიწყდება, რასთან გვაქვს საქმე“.


„ჩვენ საქმე გვაქვს ყოველი ქვეყნის მთავარ ღირებულებასთან - ძალებთან, რომლებიც საერთაშორისო სამართალსა და სუვერენიტეტს ეწინააღმდეგება. დღეს საქართველოსთვის ეს რუსეთია, შესაბამისად, სანამ ეს არ შეიცვლება, რომანტიკული, ნოსტალგიური და ა. შ. საუბრები ფრენებზე ან ვიზებზე სრულიად უადგილო და არაადეკვატურია“, - თქვა დეპუტატმა.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ტელეარხებს „Russia Today“, „პიკს“ და რადიოსადგურ „მოსკოვის ექოს“ 2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყებიდან მესამე წლისთავთან დაკავშირებით ფართო ინტერვიუ მისცა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებულ ფაქტობრივად ყველა თემასა თუ პრობლემას შეეხო და რიგ საკითხებზე საკუთარი თვალსაზრისი წარმოადგინა.
Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3073.html
Posted by Drakula | 05 Aug 2011, 19:34 | News »
 

"პოლიტიკა: დავით დარჩიაშვილი: რუსეთის პრეზიდენტი არაადეკვატურია და მე მომბეზრდა მასთან დაკავშირებით კომენტარების კეთება" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

გათბობა, გათბობის მასალები, გამათბობლები, გათბობის სისტემის მონტაჟი

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian