aspurcela.ge
გათბობის სისტემის მონტაჟი თქვენს ბინაში

google-translateto-original
Translation tool beta version. Translation quality may be not a good
 პოლიტიკა: მედვედევი მზადაა ვმო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველოს შეურიგდეს Georgian News  Georgian News 
რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური შემდეგ კი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ამოსავალი წერტილი, შესაძლოა, გახდეს თბილისის მიერ მოსკოვისადმი პრეტენზიების მოხსნა რუსეთის ვმო-ში შესვლის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, - ამის შესახაბ დიმიტრი მედვედევმა ქართულ და რუსულ მედიასაშუალებისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში განაცხადა. ინტერვუიდან რამდენიმე ციტატა რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.



რუსეთი მზად არ არის წავიდეს იმ დათმობებზე, რომელსაც საქართველო ითხოვს.


როგორც ცნობილია, საქართველო რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებაზე თანხმობის სანაცვლოდ კვლავაც ითხოვს წლების განმავლობაში უცვლელი პირობის დაკმაყოფილებას, რაც "განთიადი-ადლერისა" და "როკი-ქვემო ზარამაგის" საბაჟო-საკონტროლო პუნქტებზე ერთობლივ კონტროლს. 
 

მედვედევმა აღნიშნა, მოსკოვი საბაჟო პუნქტების დახურვისთვის მზად არაა.
 

"თუკი ვმო-ში შესვლის ამ ნიშნით ცდილობენ ცვლილებების შეტანას პოლიტიკურ რეალიებში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამაზე არ წავალთ. და მთელი ვმო არ იქნება ის ფასი, რომელიც შეიძლება გადახდილ იქნას... წლის ბოლომდე ვმო-ში შესვლის შანსები საკმაოდ მაღალია. თუ საქართველოს ხელისუფლება სიბრძნეს გამოავლენს - ეს იქნება ერთ-ერთი ისეთი მომენტი, რომელიც, შესაძლოა, გახდეს თუ შემობრუნების წერტილი არა, შეხების წერტილი მაინც, რომლის ირგვლივ შესაძლებელი იქნებოდა ჯერ ნორმალური სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, შემდეგ კი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც." - განაცხადა რუსეთის ლიდერმა.
 

"ჩვენი ქართველი კოლეგები ცდილობენ გაიტანონ ახალი პოლიტიკური პრობლემები, კერძოდ გამშვები პუნქტები - თუ ვინ რას აკონტროლებს. მოდით დავუძახოთ იქ ევროკავშირს. ჩვენი პოზიცია მარტივია: თუ გსურთ იცოდეთ საქონლის, მათ შორის ტრანზიტული საქონლის მოძრაობის შესახებ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის გავლით, ჩვენ მზად ვართ ასეთი ინფორმაცია გავცეთ, თანაც ელექტრონული სახით... ამის შესახებ შევუთანხმდით შვეიცარიის პრეზიდენტს, გუშინ კი ამაზე პრეზიდენტ ობამას ვესაუბრე. ამ მხრივ მზად ვართ შვეიცარიის წინადადებებზე წავიდეთ", - განაცხადა მედვედევმა.

Source - GHN

https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3071.html
Posted by consul | 05 Aug 2011, 19:30 | News »
 

"პოლიტიკა: მედვედევი მზადაა ვმო-ში გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველოს შეურიგდეს" | Login/Create an Account | 0 comments
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.
No Comments Allowed for Anonymous, please register

როგორ შეიძლება ჩვენი სახლის გათბობა

Article Rating
Average Score: 0
Votes: 0

Please take a second and vote for this article:

Excellent
Very Good
Good
Regular
Bad


Menu
 Home
• Companies [12349] »
• Selling Leads [138] »
• Products [4528] »
• Private offers [105] »
• Registered users [2590] »
 NewsNew content !
 Topics »
 Georgian News »
 World News »
 Business & Economics »
 Search »
 Submit News »
 Business Trade Shows »
 Members
 Groups »
 Your Account »
 Profile »
 Private Messages »
 Surveys »
 modules
 Games »New content !
 Seo tools »New content !
 Files & Links
 Downloads »
 Link Referrals »New content !
 Other
 Site Map »
 About Us »
 Feedback »

  • 23 December 2024
  • English Georgian