პოლიტიკა: დიმიტრი მედვედევი 2008 წელს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას იხსენებს | Georgian News | ||
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომამდელ პერიოდთან დაკავშირებით ქართველი და რუსი ჟურნალისტებისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მიხეილ სააკაშვილთან მის შეხვედრას იხსენებს.
„ჩვენ შევხვდით პეტერბურგში კონსტანტინეს სასახლეში. ის მოვიდა და მე მას ვუთხარი შემდეგი ფრაზა: „თქვენ იცით, არის ძალიან ბევრი პრობლემა რეგიონში, საქართველოში აუღიარებელ ტერიტორიეულ ერთეულებთან დაკავშირებით, მაგრამ მე შემიძლია თქვენ დაგარწმუნოთ, როგორც რუსეთის ფედერაციის ახალმა პრეზიდენტმა, რომ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ შეძლოთ იპოვოთ კომპრომისები, რომლებიც მისაღები იქნება ყველასთვის, რომელიც საბოლოოდ შესაძლებელს გახდის საქართველოს სივრცის რეინტეგრაციას. აი, რა ვუთხარი მას სიტყვა სიტყვით. „თუ რა თქმა უნდა, ეს იქნება მიმზიდველი ყველასთვის, ვინც მოლაპარაკებებშია ჩართული", - ამაზე მე მოვისმინე: „დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ" და მეც შემექმნა შთაბეჭდილება, რომ შესაძლებელია თუ ახალი გვერდის გადაშლა არა, ყოველ შემთხვევაში მოიძებნოს ახალი სახის არასტანდარტული მიდგომები, რაც ყველაზე მთავარია რეგულარული ურთიერთობები", - განაცხადა ინტერვიუში მედვედევმა.
ამის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი ჰყვება იმას, თუ რა მოხდა შემდგომ პერიოდში.
„რა ხდებოდა შემდეგ? - ჩვენ ვურთიერთობდით, ვსაუბრობდით და რამდენადაც მე მახსოვს, ბოლოს ჩვენი შეხვედრა შედგა ასტანაში. რაში მდგომარეობდა ის? - ჩვენ მაშინ შევთანხმდით, რომ დავსხდებით და სერიოზულად დავილაპარაკებთ. სად? - აქ, სოჭში. მე მას ვუთხარი: „ჩამოდით სოჭში, ჩვენ მშვიდად დავილაპარაკებთ ყველა პრობლემაზე", რადგან მან დაიწყო ჩამოთვლა თავისი სირთულეების და სიტუაციის თავისი ხედვების. მე მას ვუთხარი რუსული ხედვების შესახებ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს იყო ასტანის წლისთავის დღესასწაული, მე მას რუსეთში ჩამობრძანება შევთავაზე. მან მიპასუხა: ‘კარგით, მზად ვარ ეს გავაკეთოო", - აღნიშნა მედვედევმა. „სიგნალი არ იყო, მაგრამ საქართველოში ამ პერიოდში ჩამოსვლას მოუხშირეს, როგორც საბჭოთა პერიოდში იტყოდნენ, ემისარებმა ოკეანის გაღმიდან. ჩემთვის ძალიან ნათელი მომენტი იყო (მე ამის ანალიზი გავაკეთე არაერთხელ) ამ პერიოდში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, კონდოლიზა რაისის ვიზიტი. ამის შემდეგ ჩემი კოლეგა უბრალოდ გავიდა კავშირიდან. მან გაწყვიტა ურთიერთობა, მიატოვა წერა, შეწყვიტა რეკვა და კავშირზე გამოსვლა. სავარაუდოდ, გაჩნდა ახალი გეგმები და ის იყო რეალიზებული', - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3068.html
| |||
Posted by consul | 05 Aug 2011, 19:19 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.