პოლიტიკა: მედვედევი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ოკუპირებულ ცხინვალს ვერ ხედავს | Georgian News | ||
პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის შემადგენლობაში სამხრეთ ოსეთის შესვლისთვის არანაირი იურიდიული ან ფაქტობრივი წინაპირობა არაა. „ამჟამად არანაირი იურიდიული წინაპირობა არ არსებობს“, - განაცხადა მედვედევმა ქართულ ტელეარხ „პიკისთვის“, ტელეკომპანია „Russia Today“-სთვისა და რადიოსადგურ „მოსკოვის ექოსთვის“ მიცემულ ინტერვიუში. პრეზიდენტის თქმით, შეუძლებელია განჭვრეტა იმისა, თუ რა იქნება მომავალში, გადმოსცემს РИА «Новости»-ის კორესპონდენტი. „ამჟამად არც იურიდიული, არც ფაქტობრივი წინაპირობები არ არსებობს. და ამას უკავშირდებოდა ჩემი ბრძანებები დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“, - თქვა მან, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა ქართული რეგიონ შიდა ქართლის ნაწილისა და სამხრეთ ოსეთის გაერთიანება და პირველი მათგანის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა. რუსეთთან ცხინვალის რეგიონის შემოერთების პერსპექტივების შესახებ საკითხი პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა სელიგერის ტბაზე ბანაკში მგზავრობის დროს წამოაყენა. პუტინის მოსაზრებით დაინტერესდა ფორუმის მონაწილე მილანა რივაზოვა სამხრეთ ოსეთიდან. პუტინმა არ გამორიცხა, რომ ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მცხოვრები ოსები რუსეთში შესვლას მისცემენ ხმას. „შესაძლებელია თუ არა სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შემოერთება? ეს ჩვენი საერთო პრობლემაა - ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, იმიტომ რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, ახლა კი თითქოს დაყოფილები ვართ“, - იკითხა ფორუმის მონაწილემ. ეს „ ნამდვილად პრობლემაა“, უპასუხა პუტინმა, მაგრამ „მომავალი თავად ოს ხალხზე იქნება დამოკიდებული“. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3066.html
| |||
Posted by Drakula | 05 Aug 2011, 19:15 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.