პოლიტიკა: პუტინის მიერ განხორციელებულ აშშ–ს კრიტიკას ჩავესმა მხარი დაუჭირა | World News | ||
ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინს დაეთანხმა იმის თაობაზე, რომ "აშშ მსოფლიო ეკონომიკაში პარაზიტობს". ამის შესახებ პრეზიდენტმა თავის თვითერში განაცხადა, იუწყება "Газета.Ru" 4 აგვისტოს. "მე ვეთანხმები, იმას რაც ჩემი მეგობრის, რუსეთის პრემიერ–მინისტრის ვლადმერ პუტინის მიერ იქნა გაჟღერებული: ამერიკა მსოფლიო ეკონომიკაში ჭეშმარიტი პარაზიტია"–დაწერა მან. შეგახსენებთ, რომ ფორუმის "სელიგერ–2011–ის" მონაწილეების შეხვედრის დროს, პუტინმა განაცხადა, რომ იგი კმაყოფილია იმით, რომ აშშ მიიღო საპასუხიმგებლო გადაწყვეტილება, ვალის გაზრდითა და დეფოლგის თავიდან აცილების გზით. თუმცა, მისი თქმით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ "ქვეყანა ვალში ცხოვრობს,თავის სახსრებზე არ არსებობს და თავისი პრობლემების ტვირთი მსოფლიო ეკონომიკაში გააქვს, პარაზიტობს მსოფლიო ეკონომიკასა და დოლარის მონოპოლურ მდგომარეობაზე." როგორც გაზეთი იუწყება, რუსეთის პრემიერის განცხადებაზე პასუხი ამერიკულმა ტელეარხმა Fox Business–მა გასცა და პუტინს ურჩია გაიხაროს იმ შესაძლებლობებით, რაც მას პირადად კაპიტალიზმა მოუტანა და რის წყალობითაც იგი "მილიარდელი და დიქტატორი გახდა". Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3063.html
| |||
Posted by consul | 04 Aug 2011, 19:04 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.