ეკონომიკა: მსოფლიოში ნავთობის ფასი მცირდება, საქართველოში საწვავი ძვირდება | Georgian News | ||
ბოლო ვაჭრობების შემდეგ წამყვან მსოფლიო სანავთობო ბაზრებზე მსოფლიოში ნავთობის ფასები შემცირდა. ამის შესახებ იტყობინება რეიტერი. ლონდონში InterContinental Exchange Futures Brentტიპის ნავთობის ფასი 0.37 აშშ დოლარით შემცირდა და შეადგინა 116.09 აშშ დოლარი ერთი ბარელისთვის. ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange Light Sweet ნავთობის ფასი 0.29 აშშ დოლარით შემცირდა და შეადგინა 93.5 აშშ დოლარი ერთი ბარელისთვის. ამ დროს საქართველოში კვლავ გაძვირდა საწვავი. ბოლოჯერ ბენზინი სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინ გაიაფდა. ყველა ავტოგასამართ სადგურზე ბენზინი ხუთი თეთრით გაძვირდა. ზაფხულის პერიოდში ნავთობპროდუქტების ფასები საცალო ვაჭრობაში უკვე მესამეჯერ იცვლება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორებისა და მწარმოებლების კავშირის თავმჯდომარე უკავშირებს ამას მსოფლიო ბაზარზე არსებულ ტენდენციებს. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი იმპორტიორები საწვავს „პლაცის“ ფასების მიხედვით ყიდულობენ, მათ მიხედვით დგინდება ფასები საცალო ვაჭრობაშიც. Source - bizzone
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3053.html
| |||
Posted by Drakula | 04 Aug 2011, 14:43 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.