საზოგადოება: სომხეთსა და საქართველოში ოჯახები ბავშვის სქესის დაგეგმვისკენ მიისწრაფიან | Georgian News | ||
ვაჟებსა და ქალიშვილებს შორის ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭება, რომელიც დამახასიათებელია აღმოსავლეთ აზიური ქვეყნებისთვის, არსებით როლს თამაშობს ასევე ბალკანებზე, სომხეთსა და საქართველოში, მიაჩნია ჟურნალისტ მარა ხვისტენდალს. როგორც გაზეთი „San Fransicso Chronicle“ იტყობინება, ეს თემა საფუძვლად დაედო მის წიგნს „არაბუნებრივი არჩევანი: ვაჟებისთვის უპირატესობის მინიჭება და მამაკაცებით სავსე მსოფლიოს შედეგები“. როგორც იგი აღნიშნავს, ჩინეთსა და ინდოეთში 100 დაბადებულ გოგონაზე, შესაბამისად, 121 და 112 ბიჭი მოდის. ავტორს მიაჩნია, რომ ქალების ნაკლები რაოდენობა არახელსაყრელია როგორც მამაკაცებისათვის, ასევე თავად ქალებისთვის - უკანასკნელებს ხშირად აიძულებენ ანგარებით დაქორწინებას. „სამწუხაროდ, ეკონომიკურად შეძლებული ქალები ამჯობინებენ აბორტებს გოგოებზე, და არა ბიჭებზე ორსულობისას“, - აღნიშნავს ხვისტენდალი. როგორც იგი ამატებს, შედეგები არასასიხარულოა - ჩინეთში იზრდება მილიონობით „გულფიცხი ახალგაზრდა ადამიანი“, რომლებიც ხვდებიან, რომ, სავარაუდოდ, ოჯახის შექმნას ვერ შეძლებენ. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3047.html
| |||
Posted by Drakula | 03 Aug 2011, 15:40 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.