ეს საინტერესოა: ბინ ლადენის ოჯახი მსოფლიოში ყველაზე მაღალ ცათამბჯენს ააშენებს | World News | ||
საუდის პრინცის ალ ვალიდ ბინ ტალალუს საქვეკონტროლო კომპანია Jeddah Economic-მა ხელი მოაწერა ოსამა ბინ ლადენის ოჯახის მფლობელობაში მყოფ ჰოლდინგ Bin Laden Group-თან შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის ერთობლივი მშენებლობის შესახებ. ამის შესახებ წერს გაზეთი The Wall Street Journal. კონტრაქტის თანხა 1.23 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შეთანხმების შესაბამისად, Bin Laden Groupმიიღებს აქციების 16.6 პროცენტს Jeddah Economic-ში. ცათამბჯენი Kingdom Tower წითელი ზღვის სანაპიროზე ქალაქ ჯიდაში აშენდება. ცათამბჯენის აშენება ნავარაუდევია პროექტ Kingdom City - ის ფარგლებში - ეს არის მინი-ქალაქი 5.3 კვადრატული კილომეტრის ფართობით. მთელი კომპლექსის მშენებლბოაში ინვესტიციების მოცულობა 40 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. შენობის სიმაღლემ 1-ზე მეტი კილომეტრი უნდა შეადგინოს, ხოლო მისი საერთო ფართობი 500 ათას კვადრატულ მეტრს გადააჭარბებს. ამასთან, ამ წლის აპრილში პორტალი Arabian Businessწერდა, რომ დეველოპერმა გადაწყვეტილება მიიღო შენობის სიმაღლის გაზრდაზე 1609 მეტრამდე. ამ შემთხვევაში შენობის საერთო ფართობმა შეიძლება შეადგინოს 3.5 მილიონი კვადრატული მეტრი. ცათამბჯენში განლაგდება ოტელი, ელიტური აპარტამენტები, ასევე საოფისე და სავაჭრო სათავსები. პროექტის რეალიზაციის ვადების სესახებ შეტყობინებული არაა. სამშენებლო ჰოლდინგი Saudi Binladen Group, რომლის წლიური ბრუნვა რამდენიმე მილიარდ დოლარად არის შეფასებული, 1931 წელს მუჰამედ ბინ ლადენის მიერ დაარსდა. ოსამა ბინ ლადენი სამშენებლო მაგნატის მეათე ცოლისაგან შეძენილი ერთადერთი ვაჟი გახლდათ. 80-იანი წლების დასასრულ ოსამა ბინ ლადენმა მამისაგან მემკვიდრეობით დაახლოებით 250 მილიონი დოლარი მიიღო. დღეისათვის მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობაა ბურჯ დუბაი (Burj Dubai) არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, რომლის სიმაღლეც 828 მეტრია (162 სართული). არაბეთის გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებები ასევე გეგმავენ ააშენონ 1400 მეტრიანი ცათამბჯენი Nakheel Tower, თუმცა კრიზისის გამო მისი მშენებლობა ჯერჯერობით გადაიდო. ასევე შეჩერებულია ქუვეითში „აბრეშუმის ქალაქის“ კოშკის აშენება, რომლის სიმაღლემაც დაახლოებით ერთი კილომეტრი უნდა შეადგინოს. Source - day.az
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3046.html
| |||
Posted by Drakula | 03 Aug 2011, 14:25 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.