პოლიტიკა: ჰოსნი მუბარაქი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს | World News | ||
ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას უარყოფს. ასევე იქცევიან მისი ვაჟები _ ალია და გამალი, რომლებიც მამასთან ერთად განსასჯელის სკამებზე სხედან. "ყველა ამ ბრალდებას ვუარყოფ", _ განაცხადა ჰოსნი მუბარაქმა სასამართლო პროცესზე. შეგახსნებთ, რომ დღეს ქაიროში ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის 83 წლის ჰოსნი მუბარაქის სასამართლო პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს.
განსასჯელის სკამზე მუბარაქთან ერთად, ასევე სხედან მისი ვაჟები - ალია და გამალი, ეგვიპტის ყოფილი შს მინისტრი ჰაბიბ ალ-ადლი და პოლიციის ექვსი მაღალჩინოსანი ოფიცერი.
შენობის წინ სადაც აღნიშნული სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს უკვე შეკრებილია ყოფილი პრეზიდენტის ათობით მომხრე და მოწინააღმდეგე. მათ შორის უკვე რამდენჯერმე შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციას იქ უსაფრთხოების აძლიერებული ზომები აქვს მიღებული. ჰოსნი მუბარაკს ბრალად ედება კორუფცია, ის რომ იგი გასცემდა ბრძანებებს მიმდინარე წლის თებერვალში ეგვიპტელი ამბოხებულების ლიკვიდაციისათვის. ეგვიპტეში მაშინ მომხდარი არეულობების დროს 840 მე მეტი ადამიანია გარდაცვლილი. ამჟამად ეგვიპტის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ თუ მუბარაკს ბრალი დაუმტკიცდა და იგი ქვეყნის მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობაში დამნაშავედ აღიარეს, მას შესაძლოა სიკვდილით დასჯა დაემუქროს. Source - GHN
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3045.html
| |||
Posted by consul | 03 Aug 2011, 14:21 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.