გარემო: დასავლეთ საქართველოში ხუთი ახალი გამოქვაბული აღმოაჩინეს | Georgian News | ||
წალენჯიხის რაიონის სოფელ მედანში სპელეოლოგებმა აღმოაჩინეს შესასვლელი ხუთ ახალ გამოქვაბულში. 5 ადამიანისაგან შედგარმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც სპელეოლოგი ელგუჯა ჯამრიშვილი ხელმძღვანელობდა, მუშაობა გუშინ დაასრულა. მათი ვარაუდით, მდინარე ინწრასა და სოფელ მედანთან გამოქვაბულები ერთ სიბრტყეზეა განლაგებული და სერიოზულ შესწავლას საჭიროებს. წალენჯიხის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსის ლაშა ზარქუას თქმით, სპელეოლოგთა ჯგუფს დიდი ექსპედიციით შემოდგომაზე ელიან. „ჯერჯერობით გამოქვაბულში არავინ ჩასულა და საინტერესოა, როგორი სურათი დაგვხვდება. ვფიქრობ, გამოქვაბულების მოცემული სისტემა წალენჯიხის ტურისტულ პოტენციალს გაზრდის“, - აღნიშნა მან. ექსპედიციის ჩასატარებლად აუცილებელ თანხას ნაწილობრივ გამოყოფს ადგილობრივი ბიუჯეტი, ხოლო დანარჩენ ნაწილს სახელმწიფო ბიუჯეტი დაფარავს. Source - Грузия Online
https://www.aspurcela.ge/asp-News_-_file_-_article_-_sid_-_3041.html
| |||
Posted by Drakula | 03 Aug 2011, 11:38 | News » | |||
Article Rating | ||
Votes: 0 |
||
The comments are owned by the poster. We aren't responsible for their content.